“წიგნი ცული უნდა იყოს, ჩვენში გაყინული ზღვის დასამსხვერავად”

0

1904 წელს,ცნობილმა მწერალმა და ნოველისტმა, ფრანც კაფკამ, თავის მეგობარს, ოსკარ პოლაკს წერილი მისწერა:

“ვფიქრობ, ყველაზე ხშირად ისეთ წიგნებს უნდა ვკითხულობდეთ, რომელიც ჩვენში ჭრილობას ტოვებს და გვამტკიცებს. თუ წიგნი, არ გვაფხიზლებს და გონებას არ გვინათებს, რატომ უნდა ვკითხულობდეთ მას? როგორც შენ ამბობ, უნდა გვაბედნიერებდეს? ღვთის გულისათვის, ისეთი წიგნები, რომლებსაც მხოლოდ სიამოვნების მისაღებად ვკითხულობთ, შეგვეძლო თავადაც დაგვეწერა, თუ დაგვჭირდებოდა.

თუმცა ჩვენ გვჭირდება წიგნები, რომლებიც უდაბნოსავით გვწვავენ და ღრმა დარდს აღვივებენ ჩვენში, იმ ადამიანის სიკვდილის მსგავს სევდას, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარდა, ტყეში ყველასგან მოშორებით განდევნილი ადამიანის მწუხარების სადარ ტკივილს, თვითმკვლელობის მსგავსს სევდას. წიგნი ცული უნდა იყოს, ჩვენში გაყინული ზღვის დასამსხვერავად. ასეთია ჩემი რწმენა.”

თარგმანი: 4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply