წერილი "სუპერმენს"

0
“სუპერმენს ძალა კი არ ქმნის გმირად, არამედ ინტელექტი და სიმწიფე, რომელიც მის ჭკვიანურად გამოყენებაში ეხმარება.”
– კრისტოფერ რივი
კრისტოფერ რივი გახლდათ ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი და მსახიობი. ალბათ ყველაზე ცნობილი ფილმი,რომლითაც მას კინომოყვარულნი ვიცნობთ გახლავთ სუპერმენი, რომელშიაც მთავარი როლის შემსრულებლად სწორედ კრისტოფერ რივი გვევლინებოდა.
1992 წელს რივი დაქორწინდა დანა მორისონზე, ვისგანაც ორი შვილი შეეძინა.
რივი ცხენოსნობით იყო გატაცებული და 1995 წლის 27 მაისს გამართულ ერთ-ერთ დოღში იგი ცხენიდან გადმოვარდა. მდგომარეობა კატასტროფული აღმოჩნდა და “სუპერმენმა” მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე ვერ შეძლო ფეხზე გავლა. (ქრისტოფერ რივი 2004 წელს გარდაიცვალა);
უბედური შემთხვევიდან 11 თვე იყო გასული, როცა ქორწინების ოთხი წლის თავზე, რივს მისმა მეუღლემ წერილი მისწერა:
ძვირფასო კრისტოფერ,
გზა რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ გაურკვეველი, იდუმალი და გამოწვევებით სავსეა. თუმცა ეს გზაა, რომელიც ჩვენ ერთად ავირჩიეთ და არანაირ სინანულს არ ვგძნობ ყველა იმ სირთულისა და პრობლემის გამო, რომელიც ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში მოგვიანებით გაჩნდა. ყველა ჩვენმა დაბრკოლებამ მხოლოდ ის მიჩვენა, თუ რა ძლიერ მიყვარხარ და როგორი მადლიერი რომ ჩვენ ამ გზას ერთად დავადექით.
ძვირფასო, ჩვენ წინ ნათელი მომავალი გველოდება, რადგან გვყავს ერთმანეთი და ჩვენი საყვარელი შვილები.

მთელი გულითა და სულით მიყვარხარ,

დანა
4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply