Connect with us
წერილი სიყვარულს

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი სიყვარულს

სიყვარულო,
მოგესალმები ერთი შორეული, პატარა ქვეყნიდან, ვიცი ნაწყენი ხარ ჩემზე, საერთოდ რომ არ გწერ, მაგრამ ხომ გახსოვს ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა შენს არსებობაში. მეცინებოდა იმ ადამიანებზე რომლებიც გამუდმებით შენზე საუბრობდნენ, გადაჭარბებულად მიმაჩნდა ყველანაირი რომანტიკა ურთიერთობებში და როდესაც აზრს მეკითხებოდნენ, ვპასუხობდი, რომ ყველაფერი მიჩვევაა და გადაივლის. შენ კი მიმტკიცებდი: ”ნამდვილი გრძნობით ნათქვამი “მიყვარხარ” არასოდეს გაუფასურდება”.
დღეს კი – მიყვარს, იცი როგორ ძალიან მიყვარს?!
თურმე ვცდებოდი, ეს გრძნობა მხოლოდ მიჩვევა და მოწონება არ არის, ეს ბევრად მეტია და ბევრად ლამაზი – ეს შენ ხარ და უკვე ჩემს გულშიც დაიმკვიდრე ადგილი.
ალბათ გაინტერესებს როგორ მოხდა ყველაფერი. თითქოს ძალიან ბანალურად დაიწყო ეს ურთიერთობა: გაღიმება, გაპრანჭვა, ცოტა თავის დაფასება, პაემნები, საჩუქრები და არც კი ვიცი სიყვარულო თუ როდის აღმოჩნდი ჩემთან ასე ახლოს. ერთისთვის მართლაც ერთი არსებობს მხოლოდ და მე ამ ერთის პოვნის ღირსი გავხდი.
თუმცა შენი შენარჩუნება ბევრად ძნელი ყოფილა, არც მინდა რომ დავკარგო და თან იმდენად ძვირფასია ის ერთადერთი ჩემთვის, რომ მასთან დაკავშირებული სულ პატარა პრობლემა და ტკივილიც კი გაუსაძლისი ხდება.
ხშირად ვკამათობთ, ვიცი მეტყვი რომ ეს ჩემი სიჯიუტის ბრალია და იმასაც ვაღიარებ, რომ ძირითადად მე ვჩხუბობ ხოლმე, თუმცა ჩხუბის მთავარი მიზეზიც შენ ხარ. იცი რატომ? – მე მჯერა, რომ მე უფრო მეტად მიყვარს, თუმცა ის ყოველთვის ამტკიცებს, რომ იმ გრძნობაზე მეტი, რასაც ჩემს მიმართ განიცდის შეუძლებელია არსებობდეს. მაგრამ ხომ გაგიგია, ”ჭკვიანი მამაკაცი ცდილობს არ მისცეს ქალს გაბრაზების მიზეზი, ჭკვიან ქალს კი გაბრაზებისთვის მიზეზები არ სჭირდება”, მეც ასე ვარ.
გახსოვს მეუბნებოდი: ”სიყვარულის არითმეტიკაში, ერთს მიმატებული ერთი ყველაფერს უდრის, ორს გამოკლებული ერთი კი – არაფერს”. თურმე დღემდე მართლაც არაფერი ვყოფილვარ, ახლა კი ამ ყველაფრის დაკარგვის ძალიან მეშინია.
თუმცა, მე დღეს ბედნიერი ვარ, შენ ხომ უკვე ასე ახლოს ხარ, ჩემი განუყოფელი ნაწილიც კი გახდი და არსად გაგიშვებ. მხოლოდ ახლა მივხვდი, ამ ქვეყნად სხვა თუ არაფერი, იმიტომ ღირდა ცხოვრება, რომ ერთხელ მაინც მეთქვა – მიყვარხარ.
გამომგზავნი/ავტორი: ნინო თამაზიშვილი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ