წერილი, რომელიც მაღაზიის მეპატრონეებმა მძარცველისგან მიიღეს

1

წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ნეშვილში ერთ–ერთი მცირე მაღაზიის მეპატრონეებმა მიიღეს უცნობი კაცისგან, კონვერტს თან 400 დოლარიც ახლდა.

„მე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ვიყავი და დაახლოებით 11–12 წლის წინათ, ეს მაღაზია იარაღის გამოყენებით გავძარცვე. ნარკოტიკებს აღარ ვიყენებ და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწორო ჩემი საქციელი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც წარსულში ტკივილი მივაყენე.. 2002 ან 2003 წელს დაახლოებით 9 ან 10 საათზე თქვენს მაღაზიაში შემოვედი, ლუდი და სიგარეტი ავიღე და როდესაც გამყიდველმა სალარო გააღო, რათა ხურდა დაებრუნებინა, იარაღი ამოვიღე, 300 დოლარი გამოვძალე და გავიქეცი. იმედი მაქვს მიიღებთ ამ ფულს და მაპატიებთ.“

მშვიდობა იყოს თქვენთან,

უცნობი.

მაღაზიის მფლობელები ტვიტერზე წერილს ასე გამოეხმაურნენ:

“ჩვენი მაღაზია 11–12 წლის წინათ გაძარცვეს. დღეს, ჩვენდა გასაოცრად მძარცველისგან წერილი მივიღეთ, რომელსაც თან ახლდა ფული, რომელიც მან წაიღო. ეს არის დასაფიქრებელი ამბავი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ქვეყნად უამრავი კარგი ადამიანია. ჩვენ გვსურს უცნობ კაცს მადლობა ვუთხრათ წერილისთვის. გვიპატიებია.. ჩვენ ფული არ გვადარდებს, თქვენი ქცევა მეტად სამაგალითო და შთამაგონებელია! ვიმედოვნებთ იპოვნით სიმშვიდეს და კეთილდღეობას ცხოვრებაში. საუკეთესო სურვილებით!”

თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

  1. შესაბამისად, გამოსწორება და სწორ გზაზე დადგომა, მიმაჩნია რომ ასევე არასდროსაა გვიან (ნუ არ გამოსწორებას სჯობს), მთავარია გვქონდეს სურვილი და შეგნებაც მოვა შესაბამისი. სიმხნევეს ვუსურვებ ყველას.

Leave A Reply