წერილი მეუღლეს ( მოტივებიდან ,,ეს საქართველოა! )

0

?ერთად რამდენი გადავიტანეთ ჩემო მეუღლევ, იმისთვის რომ ეხლა ამ მომენტამდე მოვსულიყავით, რათა ღამეები მშვიდად გვეძინა და დღეები თავდაჯერებულად და მთელი შემართებით დაგვეთმო ერთმანეთისთვის, ნიკოლოზისთვის – ჩვენი მომავალი ცხოვრებისათვის.
ჩვენ ერთად ვებრძოდით უმუშევრობას, გაჭირვებას, შიმშილს, ჯანმრთელობის პრობლემებს, უიმედობას, შეურაცხყოფას, დამცირებას, ზემოდან გადმოხედვებს და ა.შ

რამდენი უძილო და ცრემლიანი ღამე გაგითენებია ჩემს ჩუმად და დილით გაღვიძებულს ჩაწითლებული თვალებით და მომღიმარი სახით დაგიხვედრებია მოდუღებული ყავა ლოგინთან, თან ყველაზე ტკბილ დესერტად დაგიყოლებია სიტყვა “მიყვარხარ“. ეხლა რა ტკბილად მახსენდება.. საოცარი დღეები იყო.. THE END ?

აი ამას ჰქვია ცხოვრება? ეს ცხოვრება ყველაფრად ღირს… ფასოფს შიმშილიც, დამცირების ატანაც და გაჭირვებაც თუ პრინციპულად, რწმენით და თავდაჯერებით იბრძვი და თუ ამ ბრძოლას აზარტულადაც მიუდგები გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილი აუცილებლად გამოჩნდება; ეს წერტილი გაფართოვდება, გადიდდება, გამძაფრდება, უფრო ნათელი გახდება და სიბნელეც გაქრება.. ?

ეს ნათელი რაღაც მიზეზის მოქმედებით თურმე ყველას გიფანტავს გზიდან; ყველას ვინც დაგცინოდა, ზემოდან გიყურებდა, ნიშნის მოგებით ჭკუას გარიგებდა, თითოეულ ამ ადამიანს აქრობს შენი ცხოვრებიდან.. ნათელი და ამავე დროს იდუმალია გზანი უფლისა..

ამ ნათელიდან მოდის საღი აზროვნება და გასხივოსნებული თვალები, რადგან არ გაღელვებს რას ფიქრობს სხვა შენზე. არ გსურს იცხოვრო სხვისი ფიქრების ადეკვატურად, იყო ყურდაცქვეტილი ზომბი, დანერვოზებული გვამი, მოსიარულე პირგამოკერილი ცხედარი ან რაც გინდა ის დავარქვათ. ჩვენ არ გვსურს დარჩენილი ცხოვრება გავატაროთ იმაზე ნერვიულობაში, რას ამბობენ ან იტყვიან ჩვენზე სხვები..

? არასოდეს დავნებდებით, არასოდეს.. არც დიდ საქმეში, არც პატარაში, არც წვრილმანში.. არასოდეს არ დავნებდებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ჯანსაღ აზრს..

? არასოდეს დავემორჩილებით სხვის ზეგავლენას, თუნდაც ჩვენზე ძლიერი იყოს. მე პირადად მაგიტომ მაქვს ენა და თუ საჭიროა კბილებიც, რათა გემრიელად და ნელ-ნელა შევჭამო ყველა, ვინც უმიზეზოდ შეგვეხება და ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. სხვათაშორის, სწორედ მაგიტომ აქვს თითოეული ადამიანის სახლს კარები, რომელიც რამდენადაც ადვილად იღება, იმდენად ძლიერად იკეტება..

ჩვენ ჩვენი შეცდომებით ვსწავლობთ და ათასი განსაცდელის ხარჯზე ვართ გამობრძმედილები, გაკაჟებულები და თავისუფლები – შესაბამისად ბედნიერებიც.. ეს ჩვენი ნებაა; ეს ჩვენი ცხოვრებაა; ეს მხოლოდ ჩვენი ნიჭის დამსახურებაა.. ჩვენი ღია გულებია, რომლითაც გვიყვარს ყოველი დღე, რომელსაც უფალი გვჩუქნის..

ახლა, როდესაც ამ ყველაფერს ვიხსენებ, ვაცნობიერებ და ვწერ, ღამის 2 საათია. შენ მშვიდად, წმინდა ბავშვური ძილით გძინავს.. უკვე დაგეგმილი გვაქვს ხვალინდელი დღე და ერთი სული მაქვს გათენდეს და ამ გეგმების შესრულებას შევუდგეთ. ხვალ არ გვექნება დრო ფიქრისთვის, რაღაცის ლოდინისთვის, უიმედობისთვის.. ტელეფონებით დავეკონტაქტებით ერთმანეთს და ყურმილში მოსწრებული თითოეული სიტყვით, ფრაზით თუ პაროლით უფრო გავილამაზებთ დღეს.. ხვალ უფრო უკეთესს გავხდით მომავალს.. მთელი დღე სიამოვნებით ვიმუშავებთ, დავიღლებით, დავიქანცებით.. საღამოს სადმე კაფეში შევხვდებით, ჯერ მოვყვებით ერთმანეთის ამბებს, შემდეგ დავგეგმავთ ზეგინდელ დღეს, ხელს გადავხვევთ ერთმანეთს და ტიტინით ავუყვებით ჩვენი ქუჩის აღმართს.. სახლში მისულები ჩაის ფონზე ჩავუსხდებით რაიმე ფილმს (თუნდაც “ჩემი ცოლის დაქალებს” ✌)

არა, ასეთი ცხოვრება არ უნდა სრულდებოდეს.. ქმნადობის წყურვილი არ უნდა კვდებოდეს სამუდამოდ.. სისხლი ძარღვებში არ უნდა იყინებოდეს, როდესაც მჩქეფარედ დუღს.. არ მსურს სიკვდილი, რადგან მიყვარს სიცოცხლე.. ადამიანი, რომელიც ბრძოლასა და ტანჯვაშიც სიამოვნებასა და ნათელ მიზანს ხედავს არ უნდა კვდებოდეს, თვალებს არ უნდა ხუჭავდეს.. ის ყველგან და ყოველთვის უნდა იყოს, რათა სხვასაც მაგალითი მისცეს, გააძლიეროს, რაიმე სასარგებლო და ახალი შეაქმნევინოს.. ვგრძნობ, რომ სამყაროს ვჭირდები და უფალიც ამიტომ მიმართავს თითოეულ მომენტში ხელს..

✍✍✍. დილის 4:00 სთ. დროა დავხურო ბლოკნოტი, შუბლზე გაკოცოთ შენ და ნიკოლას და ტკბილი ძილით მოვემზადო დილით ღმერთისთვის უბრალო მადლობის სათქმელად და ამის შემდეგ ყავის დასალევად.. ☕?☕?

დაე ყოველთვის საამაყო და პოზიტიური მქონდეს საწერი, რათა სხვამაც იკითხოს ჩვენი ცხოვრების წიგნი, მაგალითი აიღოს ჩვენგან და ჩვენნაირად უხაროდეს ცხოვრება…

მიყვარხართ.. ✍✍✍

გ.ეპიტაშვილი

რედაქტორის რეკომენდაციით:

“ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე” პაოლო იაშვილის წერილი ქალიშვილს

ლევ ტოლსტოი უაზრო ცხოვრების აზრის ძიებაში

“ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ” ილია ჭავჭავაძის წერილი ოლღა გურამიშვილს

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი