წერილები ღმერთს

0

ზოგჯერ,როდესაც წვიმდა და თოვლის ფიფქები ეცემოდნენ ციდან მე სახლში ვრჩებოდი და წერილებს ვწერდი.წერილებს მტრედებს ვუმაგრებდი ფრთებზე.მტრედები მიფრინავდნენ შორს,ცხრა მთასა და ზღვას გადაივლიდნენ,მივრინავდნენ მაღლა ღრუბლებში,სციოდათ,ითოშებოდნენ ყინვისგან,თუმცა დანიშნულების ადგილამდე მაინც მიჰქონდათ ჩემი წერილები.მე წერილებს ვწერდი ღმერთს და წლების მანძილზე ველოდებოდი პასუხს..

„ამბობენ, ღმერთს არა აქვს სახლი ღრუბლებში და რომ ის ჩვენს გულებში ცოცხლობს,ალბათ ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ ღმერთო, იცი როგორ მინდა მართლა გქონდეს პატარა ხის სახლი ცაში. იცი, როგორ მინდა ანგელოზები გყავდეს,როგორ მინდა ყოველ დილით იღვიძებდე და შენი სახლის ლამაზი,მყუდრო სახლის ფანჯრებიდან მადლიერ და გაღიმებულ ადამიანებს ხედავდე. იცი, აქ სინოპტიკოსები წელიწადის ნებისმიერი დღის ამინდს პროგროზირებენ, შენ კი ჯერ არ გადაგიწყვეტია ხომ, როგორი ამინდი იქნება დილით?იცი იმასაც ამბობენ,როდესაც ადამიანს სტკივა, მთელი გულით ლოცულობს.ეს ნამდვილად ასეა.გულნატკენ ადამიანს უფრო ადვილად მიაქვს სათქმელი ღმერთთან.თუმცა ხდება ასეც,ადამიანი ბედნიერია,მაგრამ მაინც მიდის ტაძარში,უხმოდ ანთებს სანთლებს და თვალებაციმციმებული უყურებს ფრესკებს.ეს წუთები განსაკუთრებულია,რადგან შენ ყველაზე მეტად ბედნიერი ადამიანების ყურება გახარებს არა? ალბათ გახსოვს,ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი,როდესაც სახლში მისვლა არ მინდოდა და დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ვატარებდი.სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი მფარველი ანგელოზი,რომელსაც დიდი ფრთები და კეთილი გული ჰქონდა. ის მოთმინებით ყველგან დამყვებოდა თან და ელოდებოდა,როდის შევიცვლებოდი უკეთესობისკენ.მაშინ ყველაზე მეტად ვგრძნობდი შენს ძალას,ღმერთო.სწორედ მაშინ მივხვდი,რომ ანგელოზები ჩემს დასაცავად გამოაგზავნე მიწაზე.გახსოვს პირველად ბავშვობაში მოვხვდი მცხეთაში – სამთავროს მონასტერში. შეიძლება ყვავილებმა, რომლებიც ეზოში ხარობდნენ, მითხრეს, რომ ჩვენ – ადამიანები – ბედის ანაბარა კი არ ვართ დარჩენილი, არამედ უფლის სიყვარულით ვცხოვრობთ. ამიტომ ფრესკაზე გამოსახული მაცხოვარი დამამახსოვრდა, როგორც ყველაზე მოსიყვარულე ღმერთი სამყაროში. ამიტომ მე ჩემს ლოცვებს შემოდგომის ოქროსფერ ფოთლებზე ვწერ,რადგან ვიცი ამ გზით ჩემი სიტყვები აუცილებლად მოვლენ შენს გულამდე.მჯერა,როდესაც დეკემბრის სუსხიან ამინდში შემოდგომის ფოთლები ჰაერში ფარფატებენ,მათი ბედით შეწუხებული კვლავ ქუჩა-ქუჩა დადიხარ,რომ შემოდგომის უკანასკნელ ფოთლები შეაგროვო და გულში ჩაიკრა ისინი. გუშინ სვეტიცხოველში ვიყავი.მამა პეტრე არ მინახავს.ქვაზე ჩამოვჯექი და ვფიქრობდი, რადგან დიდი ხანია არ ვყოფილვარ ტაძარში თითქოს მადლი გავიდა ჩემგან.მესმოდა მგალობლების ტკბილი ხმა და უეცრად გონება გამინათდა.მივხვდი, ადამიანები არ იკარგებიან სამყაროში,რომ ჩვენ ჩიტებად,ყვავილებად ვაგრძელებთ სიცოცხლეს,დანარჩენს ალბათ შემდეგ მივხვდები არა? … იცი მეგონა ბედნიერებით სავსე მონაზვნებს ვიხილავდი წირვაზე,მაგრამ ისინი ძალიან მოწყენილები იყვნენ.გული დამწყდა,რადგან ყოველთვის მეგონა,რომ მონაზვნები ყველაზე ბედნიერი ადამიანები იყვნენ ქვეყნად.ვიცი შენ შეგიძლია ამიხსნა,რატომ არიან მონაზვნები სევდიანები?

კიდევ იცი ღმერთო,ერთი მეგობარი მყავს მთაში.გათხოვილია,ორი შვილი ყავს.ოჯახი ყავს,მაგრამ მის გულს ჯერაც არ უპოვია ნამდვილი ბედნიერება.“ნატვრის ხეში“ რომ ელიოზია სწორედ მას გავს.ყინვაში,სიცხეში ტყეში დადის და ნატვრის ხეს ეძებს.ვეკითხები რა უნდა თხოვო ნატვრის ხეს მეთქი და არ ვიციო.მეშინია ერთ დღეს, ისიც გაყინული არ იპოვონ ტყეში.ამას წინათ ქვა იპოვა ზღვის ნაპირას.ყველგან თან დაატარებდა.შვილების მაგივრად იმ ქვას კოცნიდა.დიახ,ასეთი ადამიანებიც არსებობენ – ბედნიერებას ცაში ეძებენ,რადგან ყველაფერი თავისებურად ესმით და არ იციან ბედნიერება,რომ ერთმანეთში უნდა ვეძებოთ.ამიტომ უფალო გთხოვ დაეხმარე ჩემს მეგობარს და აპოვნინე ისეთი ბედნიერება როგორიც სიხარულს მოუტანს მის გულს.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply