წართმეული ბავშვობა

0
– რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
– იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო.”“სოციალური შიმშილის საუკუნე” – ასე მოიხსენიებენ სპეციალისტები XXI-ე საუკუნეს. ეპოქა, სადაც ცოცხალი ურთიერთობები ჩაანაცვლა ვირტუალურმა, ბურთის თამაში ჩაანაცვლა სენსორებმა, თვალებში ყურება ჩაანაცვლა ფოტოების თვალიერებამ, ხელის შეხება ჩაანაცვლა ტელეფონის ჭერამ და ა.შ.

უძილობა, ყურადღების გაფანტულობა, მეხსიერების დაქვეითება, მადის დაკარგვა, უენერგიობა, ხშირი უხასიათობა, დამოკიდებულება (ტელეფონზე, კომპიუტერზე) – ეს იმ სიმპტომთა არასრული ჩამონათვალია, რომლითაც დღეს ყველაზე ხშირად მიმართავენ ფსიქოთერაპევტს. ზოგიერთი მშობელი ჩივის საკუთარი შვილის მომატებულ ენერგიას, ხოლო ზოგიერთი – ენერგიის არ ქონას.

უყურადღებოდ დარჩენილი ფსიქოლოგიური სახის პრობლემები თავს იჩენს ფიზიკურ ჩივილებში, რასაც თან სდევს კლინიკური ხარიათის დარღვევები. მაგ.: მხედველობის დაქვეითება, კუნთოვანი სისტემის გაზარმაცება, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, მომნელებელი სისტემის შეფერხება, ხშირი გამონაყარი, სისხლძარღვთა სისტემის შეფერხება, იმუნო სისტემის დაქვეითება და სხვა.

როგორ ავარიდოთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ბავშვებს ზემოთ აღნიშნული ჩივილები?

  1. ხშირად მოვეფეროთ და ჩავეხუტოთ – ფიზიკური შეხება ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. ვილაპარაკოთ მათთან და გამოვხატოთ ნამდვილი ემოციები – ადამიანი საუბრის დროს ინფორმაციის 90%-ს იგებს ემოციით, სხეულის ენით, მიმიკით, ჟესტიკულაციით. ბავშვები ჩვენგან სწავლობენ ურთიერთობას, საუბარს, მოსმენას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცოცხალი მაგალითის მიცემა. ბავშვზე დარიგება ყველაზე ნაკლებად ჭრის. ისინი ჩვენგან სწავლობენ, რომ შეიძლება სიხარულის, სიყვარულის, შიშის, ბრაზის, სიძულვილის, მოწყენილობის, სევდის გამოხატვა, სწავლობენ, თუ როგორ გამოხატონ ეს ემოცია და სხვის მიერ გამოხატულთან როგორ ადაპტირდნენ. მაგალითად როდესაც მშობლები ჩხუბობენ.
  3. გავაცნოთ საკუთარი თავი – ბავშვის ირგვლივ მყოფი ზრდასრული ადამიანები ვისმენთ ბავშვების ისტორიებს და გვავიწყდება საკუთარის მოყოლა. რამდენად აინტერესებთ? როგორ გაიგებენ? არ შეეშინდებათ? ინერვიულებენ…. – ეს აზრები გვაკავებს და მათზე ზრუნვის მიზნით ჩვენზე არ ვსაუბრობთ. ისტორიები გვაახლოვებენ ბავშვებთან, მათ ვუღებთ ჩვენთან მოსასვლელ კარს, სადაც ნდობა და ურთიერთგაგებაა.
  4. გამოვიჩინოთ მოთმინება – ბავშვი იზრდება და სწავლობს სამყაროს. მას აინტერესებს ნამდვილი ჭურჭელი, მშობლის ჰიგიენური ნივთები, მსხვრევადი საგნები, ცხელი უთო, ცეცხლი, გატეხილი მინის ნამსხვრევები და ა.შ. მშობლის ფუნქციაა იზრუნოს ბავშვის უსაფრთხოებაზე და ამ ფუნქციაში იმდენად ვიფლობით, რომ ვერც კი ვაცნობიერებთ, რამდენ რამეს ვუკრძალავთ შვილებს. არ ვუშვებთ ეზოში, როდესაც გრილა, ვუშლით სირბილს, რათა არ გაოფლიანდნენ, ვუშლით წვიმაში სიარულს რომ არ დასველდნენ, ვუშლით ცხოველებთან სიახლოვეს, ვუშლით ტალახში, ქვიშაში თამაშს. და შემდეგ გვიკვირს მათი კომპიუტერთან ჯდომა.
  5. დავთმოთ ძალაუფლება – ასაკის შესაბამისად, მივცეთ არჩევანის უფლება, აზრის გამოხატვის უფლება. სულ მცირე ნაბიჯებით ვასწავლოთ დამოუკიდებლობა. ხშირად გვგონია, რომ ამით ვკარგავთ ავტორიტეტს, ძალაუფლებას. დამოუკიდებელ ადამიანს ნაკლებად სჭირდება მშობელი, თუმცა მან იცის მშობლის ფასი და გამოხატავს პატივისცემას.

იდეალური მშობელი არ არსებობს, არც ჩვენი შვილები არიან იდეალურნი, თუმცა ის, რისი გათვალისწინებაც შეიძლება გამოვიყენოთ.

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი
ანასტასია ნათია მარღანია
პიროვნული ზრდის ხელოვნება “მიზანი”

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply