წამიერი ბედნიერება

0

მსურს ვიყო თავისუფალი. არ მაწუხებდეს არაფერი, მათ შორის მონატრება….! არაჩვეულებრივი შეგრძნებაა როდესაც, უბრალოდ ბედნიერი ხარ. თითქოს ღრუბლებს მიღმა დაფრინავ და თავისუფალი ხარ, ისეთი თავისუფალი როორიც აქამდე არასდროს ყოფილხარ. ბრწყინავ, სუნთქავ, ხედავ, შეგიძლია შეიგრძნო თითოეული წამი, წუთი, თუმცა ეს შენ არ გჭირდება რადგან თავისუფალი ხარ, შლი ხელებს და შეიგრძნობ თუ როგორ ნაზად მოძრაობს თითოეული შენი სხეულის ნაწილიm როგორი აღმაფრენით სავსე ხარ. არ გჭირდება სიტყვები, არ გჭირდება ნიღაბი, თამაში, არანაერი სიცრუე, მხოლოდ ბედნიერება და არაფერი სხვა…

როდესაც ჰაერში ნაზად მოძრაობ ,შენი ნაზი თეთრი კაბა, ნიავს მიჰყვება ფაფუკად და მოქნილად. ის შენთან ერთად იჭრება ღრუბლებში და სუნთქავს. ეს ის მომენტია როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთადერთხელ შეიგრძნობს და აღიქვამს სამყაროს თუ როგორია სინამდვილეში. ამის შეგრძნება ყველას როდი შეუძლია, ასეთი ერთი ორი ადამიანი თუ იქნება და სწორედ მათ აქვთ ბედნიერება შეიგრძნონ ეს ეპიზოდი ცხოვრების ფარგლებს მიღმა.

შეიძლება მკითხველმა გამაკრიტიკოს, იმ სიტყვებში რომელიც მე ვახსენე: „ეს ის მომენტია როდესაც ადამიანი მხოლოდ ერთადერთხელ შეიგრძნობს და აღიქვამს სამყაროს თუ როგორია სინამდვილეში“. მე კი გიპასუხებ, რომ სამყარო მართლაც ასეთია. ის რასაც შენ ხედავ შენს ირგვლივ, არის ადამიანის მიერ შექმნილი და გაკეთებული მათ შორის შენიც. ადამიანი ქმნის მის სამყაროს და ამ სამყაროში ცხოვრობს. ის სიბილწე ის სიუხეშე, სიცრუე, ტკივილი, ღალატი, სიმძიმე, მარტოობა, ბოროტება და ა.შ. ადამიანმა შექმნა, გაავრცელა და შემდეგ მასთან ერთად სხვებიც ჩაითრია და სხვებთან ერთად იცხოვრა და ცხოვრობს სიბნელეში. ასე რომ ეს სამყარო სულაც არ არის ისეთი როგორსაც ადამიანები ხედავენ. მას სხვა თვალით უნდა შეხედო და დაინახავ თუ როგორი ბრმა, მუნჯი, ყრუ ყოფილხარ.

სამწუხაროდ მე ვერ ვპოვე ეს შეგრძნება და ვერ გავფრინდი ღრუბლებს მიღმა. ამ ყველაფერში კი დანაშაული მე მიმიძღვის, რადგან სამყაროს ვერ ვხედავ ისეთი თვალით როგორსაც უნდა ვხედავდე. ალბათ მკიდხველი აქაც შემედავება თუ როგორ ვლაპარაკობ ასეთ გრძნობებზე როდესაც მე თვითონ არ გამომიცდია. მე კი ისევ ლანგრით მოგართმევ ჩემ პასუხს და გეტყვი: მართალია მე არ გამომიცდია ეს, მაგრამ დაფიქრდი ერთი წამით, გამოეთშე სამყაროს(შენს ირგვლივ რაც არის) ამ დროს შენ კარგად დაინახავ თუ როგორი სხვანაერი და უჩვეულო აზრები შეგაწუხებს. თანდათან იმ აზრისკენ წახვალ, რომ ჩარჩოებს მიღმაც არსებობს სიცოცხლე და არა უბრალოდ სიცოცხლე არამედ აღმაფრენა აი ის რომელზედაც მე ვსაუბრობ. სწორდ ის და მიხვდები თუ რატომ დავწერე ასეთი გრძნობებით და ემოციებით ეს ყველაფერი. უბრალოდ გამოეთიშე სამყაროს.

გაზიარება:
Loading Facebook Comments ...

Leave A Reply