Connect with us
ძროხა

მოტივაცია

ძროხა – მოტივატორი საინტერესო ცხოვრებისთვის

ადამიანების უმეტესობა არ ცდილობს გამოვიდეს საკუთარი კომფორტის ზონიდან. არადა საინტერესო ცხოვრება სწორედ იქაა, კომფორტის ზონის გარეთ. რაც არ უნდა დიდი შემოსავალი გქონდეს, თუ არ გამოხვედი კომფორტის ზონიდან და ყოველი დღე არ გახადე საინტერესო, შენი ცხოვრება დაემგვანება ძროხისას 😉

ძროხის ცხოვრება

ძროხა ძალიან მაგარი „ვინმეა“, ყველამ იცის მისი შესაძლებლობები – რძე, მაწონი, კარაქი, ყველი, სულგუნი, რძისგნ დამზადებული ნამცხვრები, კანფეტები, შოკოლადები, ძროხის ხორცი და მისგან დამზადებული პროდუქტები… ძროხა რომ არა, მსოფლიოს ამდენი რამის გემო არ ეცოდინებოდა. მაგრამ რამდენადაც მრავალფეროვანია ძროხის შესაძლებლობები, იმდენად ერთფეროვანია მისი ყოველდღიურობა: ჭამა, მოიწველა, ჭამა, მოიწველა, ჭამა, მოიწველა და ა.შ. ვინ ფიქრობს ძროხის ყოველლდღიურ ცხოვრებაზე? არავინ!.. არც თვითონ ძროხა, იმიტომ რომ ძროხაა და ადამიანივით აზროვნება არ შეუძლია.

ზოგიერთი ადამიანის ცხოვრება

ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები, არ აქვს საყვარელი საქმე, არ უყვარს გართობა, მოგზაურობა, არ უყვარს მუსიკა, თეატრი, ფილმები, არ აქვს პოზიტიური ემოციებით დატვირთული, საინტერესო და სრულყოფილი ცხოვრება, არ იცის რა არის სიყვარული, არ ჰყავს ოჯახი, არ ზრდის შვილებს, არ ზრუნავს მშობლებზე, მეგობრებზე და თან არც ფიქრობს რომ ეს ყველაფერი რა მაგარი რამეა, არაფრით განსხვავდება ძროხის ცხოვრებისაგან – ჭამა, იმუშავა, ჭამა, იმუშავა, ჭამა, იმუშავა და ა.შ.

„ისე ნუ იცხოვრებ, თითქოს არასდროს გარდაიცვლები, და ისე ნუ მოკვდები, თითქოს არასდროს გიცხოვრია“ – დალაი-ლამა

გაზიარება:

სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA) მოიძიებს მსოფლიოში გავრცელებულ წარმატების პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს Apple-ს, Microsoft-ს, Sony-ს... SEPIA-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ასეთი ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის მიწოდება მაქსიმალურად გასაგები და საინტერესო ფორმით. დეტალებისთვის ეწვიეთ SEPIA-ს ოფიციალურ ვებგვერდს: http://sepia.ge

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: მოტივაცია

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ