ძაღლი და მისი ანარეკლი (იგავი)

0
ერთხელ ერთ ძაღლს დიდი ძვალი გადაუგდეს საჭმელად. ძაღლმა ნადავლს პირი დასტაცა და ბუნაგისაკენ გაეშურა, რათა გემრიელი საკვები მშვიდად დაეგემოვნებინა.
სახლისაკენ მიმავალი გზა მდინარეზე გადებულ პატარა ხიდზე გადიოდა. ძაღლი ერთ ადგილას შეჩერდა, რათა სული მოეთქვა, მდინარისაკენ გაიხედა და მასში ძაღლი შენიშნა, რომელსაც მასზე დიდი ძვალი ეჭირა.

(იგავის ავტორია ეზოპე,თარგმანი – 4motivi.com)

ხარბმა ძაღლმა გადაწყვიტა უცნობი ძაღლის ულუფასაც დაუფლებოდა და თავის ძვალს პირი გაუშვა, რათა მისთვის ხელი არ შეეშალა. მისდა სამწუხაროდ მისი ძვალი მდინარეში ჩავარდა და გაუჩინარდა.
და ჩვენი ძაღლი მიხვდა, რომ იმდენად სულელი იყო, რომ  იმის დადევნებით, რაც არ სჭირდებოდა ისიც დაკარგა, რაც ნამდვილად ხელში ჰქონდა . . .
აბა დაფიქრდით, ვინ იცის, იქნებ გაგიმართლოთ და სანამ რაიმეს დაკარგავდეთ იქამდე მიხვდეთ ამას..

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply