იპოვნეთ თქვენი “პირადი გზა” ანუ ცხოვრების მნიშვნელოვნება

0

პლატონი ამბობს, რომ „ადამიანების უმრავლესობა უკვირდება რას მიირთმევს, რადგან ისინი ზრუნავენ საკუთარ სხეულზე. არავინ შეჭამს გაფუჭებულ საჭმელს და არ გარისკავს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მაგრამ ისინი ხშირად, არ აკვირდებიან რას აძლევენ საკუთარ სულს – თითქოს სული ვალდებულია მოინელოს ყველანაირი ნაგავი. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ინფორმაციისთვის და არ ვუკვირდებით რა გავლენას ახდენს ის ჩვენზე.“  ხშირად გარემო ინფორმაცია არ ესადაგება ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებს და ადამიანი დისკომფორტს განიცდის ამის გამო.

ჰარმონია დგება მაშინ, როდესაც სულის და სხეულის თითოეული ნაწილი  იღებს იმას, რასაც ის იმსახურებს და რაც მას ესაჭიროება. ამ დროს აღარ ხდება „სულიერი მიზნების“ დავიწყება. ჩვენ  გვჭირდება გამოვკვებოთ ჩვენი სული ჭეშმარიტებით, გულკეთილობით და ცხოვრებისეული მნიშვნელოვნებებით  და ეს ითხოვს სხვადასხვა აქტივობებს ჩვენგან. თუმცა ჩვენ ვერ მივიღებთ ასეთი სახის საკვებს  საინფორმაციო გადაცემებიდან. ყველა ადამიანი საკუთარ თავში პოულობს  იმ ყვავილს, რომლის ზრდა და აყვავება თავადვე შეუძლია.

ადამიანს სურს სრულყოფილი და მნიშვნელოვნებით სავსე ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ ხშირად ამ სურვილს შეიძლება ვერც კი აცნობიერებდეს. სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრება შეიძლება ზოგმა ადამიანმა შემდეგნაირად გაიგოს: ბინა, მანქანა,  მაღალანაზღაურებადი სამსახური და ყოველდღიური გართობა. არც ამაშია რაიმე ცუდი, მაგრამ აქ სულ სხვა რამ იგულისხმება. აქ იგულისხმება ისეთი მიზნები და სურვილები, მისწრაფებები და ქმედებები, რასაც თქვენი სული აღფრთოვანებაში მოჰყავს, რაც გაძლევთ სისრულეს და ცხოვრებისუელ ფერებს, რასაც თქვენ შეიძლება „თქვენი ცხოვრების არსი, აზრი და მოწოდება“ დაარქვათ.  ცხოვრებისეული მნიშვნელოვნებების პოვნა კი არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თუმცა მიიღო ეს საიდუმლო ინფორმაცია შესაძლებელია.  მთავარია უსმინო „შენს შინაგან ხმას“, რომელიც უტყუარ ინფორმაციას მოგაწვდის შენი, ვიმეორებ შენი პირადი „მოწოდებების“ და ცხოვრებისეული საზრისების შესახებ.

რა არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ფსიქიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად?

•           ცხოვრების საზრისის პოვნა

•        მიზნების დასახვა და მათ განხორციელებაზე ზრუნვა

•        ოპტიმიზმი

•        ინტერპერსონალური ურთიერთობები

•        შეაბრუნო სიტუაცია, როგორც განვითარების საშუალება

•        ძიების სურვილი

•        შენს თავზე მაღლა დგომა (ღირსებისა და მორალის კრიტერიუმი)

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი გონება, რომ გამოვკვებოთ და ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე და სულზე. ჩვენ გვსიამოვნებს სპორტი და ბედნიერად ვგრძნობთ თავს, როცა გადავლახავთ სისუსტეებსა და შიშებს. ეს ჩვენი ერთ–ერთი მოვალეობაცაა, რომ თავი სულიერად ჯანსაღად ვიგრძნოთ: გადავლახოთ დაბრკოლებები და სისუსტეები.

ამასთან მეცნიერები დღეს უკვე აღარ დაობენ იმაზე, რომ პოზიტიური ემოციები ეხმარება ადამიანს მოახდინოს სხეულის რელაქსაცია და შეინარჩუნოს თავისი ფსიქოლოგიური  ბალანსი. პოზიტიური განწყობა კი პოზიტიურმა აზროვნებამ შეიძლება მოგიტანოთ. დადებით განწყობას შეუძლია დროთა განმავლობაში  ხელი შეუწყოს ადამიანის შემოქმედებითი მხარის  განვითარებასა და გაფურჩქვნას.

პოზიტიური ფსიქოლოგიის ავტორი, მარტინ სელიგმანი ამბობს: „თუ შენ აღმოაჩენ შენს თავს მდგარს მყუდროდ ცხოვრების ავტოსადგომზე, მცირედი ზედაპირული სიამოვნებით, მინიმალური დაკმაყოფილებითა და მნიშვნელობის არარსებობით, ე.ი. შენ აცდი ცხოვრების მთავარ გზას. ეს გზა ვერ მიგიყვანს  სიამოვნებების და დაკმაყოფილებების  მაქსიმუმთან, არამედ მხოლოდ ქალაქგარეთ, რომელიც განსხვავდება იმ ძლიერი ქალაქისგან, სადაც შეგიძლია მიაღწიო მწვერვალებს, იცოდე ცხოვრების საზრისი და მიზანი.“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

კლინიკური ფსიქოლოგი (მაგისტრი); სამუშაო ადგილი - "დანტე ალიგიერის ხელოვნების სკოლა" ფსიქოლოგი. "VIP Intellect Group" - ფსიქოკონსულტანტი "სოციალური პარტნიორობა" - აღმზრდელი... "საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის" წევრი

Leave A Reply