ცხოვრებისეული ფრაზები უილიამ შექსპირისგან

2
1.გიყვარდეთ ყველა, ენდეთ რამოდენიმეს, ცუდს კი ნურავის გაუკეთებთ.
2. ჯოჯოხეთი ცარიელია. ყველა დემონი აქაა.
3. სიტყვები ქარივით ლაღად დაქრიან, რთულია უღალატო მეგობრის პოვნა.
4. ნუ დახარჯავ შენს სიყვარულს მასზე, ვინც მისი ფასი არ იცის.
5. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არაა.
6. სიყვარული არ არის გრძნობა, რომელიც იცვლება მაშინ, როცა მისი ალტერნატივა ჩნდება.როდესაც ცხოვრება რთულდება და საგნები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული უცვლელი რჩება.
7. ბოროტი საქმე დღის სინათლეს ვერსად წაუვა, გინდ დასამალად დედამიწა გადაეფაროს.
8. სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ჭკვიანი თავს სულელად მიიჩნევს.
9. რომ გააკეთო რაიმე დიადი და რაც მთავარია სწორი, მაშინ მოგიწევს პატარა არასწორის გაკეთებაც.
10. ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.
11. როდესაც მამა საჩუქარს ჩუქნის შვილს, ორივე იცინის. როდესაც შვილი ჩუქნის მამას, ორივე ტირის.
12. როდესაც ვიბადებით ვტირით, რადგან ვგრძნობთ რომ სისულელეში შევაბიჯეთ ფეხი.
13. უფრო ღირსეული იქნებოდი, ვიდრე ხარ, შენს ღირსებას ასე ხშირად რომ არ ახსენებდე.
14. ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ ასცდება გამათრახება.
15. კაცი რომ ჯოჯოხეთის მეკარე იყოს, მარტო გასაღების ტრიალი დააბერებდა.
16. ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.
17. უბედური გაჭყლეტილი მწერიც ისე იტანჯება, როგორც მომაკვდავი გიგანტი .
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion2 კომენტარი

  1. სიყვარულს ფლობდეს გულიც და სულიც, ეს ხომ უდიდესი განძია, ეს ხომ ღირსებაა ღვთისაგან. “გიყვარდეთ ერთმანეთი” – ასეთია მართლმადიდებლური სწავლება. მაგრამ დღევანდელი მართლმადიდებლების უმეტესობა ფარისევლები არიან და ცხოვრობენ ერთმანეთის მიმართ ფარულ სიძულვილში. შეგნებულად, შეიძლება კიდევაც ეთანხმებიან სჭავლებას “გიყვარდეთ ერთმანეთი”, ძნელია. ვერ ახერხებენ, ეს საჩუქარი ღმერთს ყველასათვის არ უბოძებია. განა არ არსებობს გამოსავალი. გამოსავალი კომპლექსურია :
    1. აღზრდა-სწავლება შრომის, პატიოსნების, ვჟკაცობის სიყრმიდან.
    2. უღირსი საქციელი უნდა ისჯებოდეს, მაგრამ მხოლოდ სუფთა და წმინდანი ადამიანის მიერ.
    3. ქვეყანას უნდა მართავდეს ძლიერი და წმინდა პიროვნება. ბრძოლისუნარიანი და მოსიყვარულე ადამიანი. შეურიგებელი ბოროტების მიმართ. პირველი პირი და მისი გუნდი უნდა იყვნენ მაგალითის მაჩვენებელნი. უნდა აკმაყოფილებდეთ მატერიალური მინიმუმი. და საზრდოობდნენ სულიერი მაქსიმუმით. ღ მ ე რ თ ო, შ ე ნ ხ ო მ ი ც ი, რ ო მ ს ხ ვ ა გ ა მ ო ს ა ვ ა ლ ი არ ა რ ს ე ბ ო ბ ს. ღ მ ე რ თ ო, უ შ ვ ე ლ ე ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს და კ ა ც ო ბ რ ი ო ბ ა ს

Leave A Reply