ცხოვრებისეული იგავი: „შავ-თეთრი კენჭები“

0

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ერთ ინდურ სოფელში ცხოვრობდა ფერმერი, რომელსაც ადგილობრივი მევახშის ვალი ჰქონდა. მევახშე მოხუცი და შეუხედავი იყო, თუმცა მალევე დაადგა თვალი ფერმერის ახალგაზრდა ქალიშვილს და კაცს ასეთი წინადადება – იგი დაივიწყებდა ვალს, თუკი ფერმერი გოგონას მიათხოვებდა.

ფერმერიც და თავისი ქალიშვილიც შეძრწუნებულნი დარჩნენ ამ შეთავაზებით. სიტუაციის გამოსაყენებლად, გაიძვერა მევახშემ ბევრი იფიქრა და ეშმაკური წინადადება მოიფიქრა. მან თქვა, რომ აიღებდა შავსა და თეთრ კენჭებს და ჩაყრიდა ცარიელ ქისაში. შემდეგ, გოგონას უნდა ამოეღო ერთ-ერთი ქვა და ამაზე იქნებოდა დამოკიდებული მისი ბედიც: თუ ფერმერის ქალიშვილი ამოიღებდა შავს კენჭს, ის უნდა გამხდარიყო მევახშის ცოლი და ვალიც წარსულში დარჩებოდა. თუ გოგონა ამოიღებდა თეთრ ქვას, მას აღარ დასჭირდებოდა მევახშეზე გათხოვება და მამამისსაც აღარ მოუწევდა ვალის გადახდა. თუ გოგონა აურევდა ქვების ფერს, მაშინ მამამისი ციხეში ჩაჯდებოდა.

მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება ფერმერის მინდორზე გადაწყდა. მოხერხებულმა ქალიშვილმა დაინახა, რომ მევახშემ ქისაში ორი შავი კენჭი ჩადო და უიმედო მდგომარეობაში ჩავარდა.

დაფიქრდით, თქვენ რას ურჩევდით გოგონას ასეთ დროს? იგი ტრიალ მინდორში საცოდავად იდგა და თავის ბედზე ფიქრობდა.

დათქმულ დროს, ქალიშვილმა ტომრიდან “მომავლის კენჭი” ამოიღო და უეცრად იდეამ გაულევა. ქისიდან ამოღებული კენჭი იქვე, ბალახებში მიაგდო. შემდეგ კი, წარმოთქვა: “რა მოუხრხებელი ვარ, ძალიან ვღელავდი, მაპატიეთ. თუ თქვენ ამ კენჭს იპოვით, შავი აღმოჩნდება და ტომარაში ნამდვილად თეთრი კენჭი დარჩა, ცოლად გამოგყვებით.”

ისტორია კეთილად დასრულდა. მევახშემ აღიარა თავისი მზაკვრობა და ფერმერი, თავისი ქალიშვილთან ერთად, გაათავისუფლა ვალისგან.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply