ცხოვრებისეული იგავი, რომელიც ადამიანების უკეთესად შეცნობაში დაგვეხმარება

0

ერთხელ ბიჭმა მოხუცს ჰკითხა:

– როგორ ვისწავლო ადამიანების ცნობა, – ვის უნდა ვენდო და ვის ვუფრთხილდე?

– ჯერ გეტყვი, თუ ვის უნდა უფრთხილდე, – უპასუხა მოხუცმა. – სიფრთხილე გმართებს გარეგნულად ყველაზე თავმდაბალ ადამიანთან. როცა დაინახავ, რომ ვიღაც ქედს გიხრის, გეხვევა და შენ მიმართ არაჩვეულებრივ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, მას უფრთხილდი ყველაზე მეტად.

– რატომ, მოხუცო? – გაუკვირდა ბიჭს. – ამიხსენით!

– რადგან პირველი ის გიღალატებს! – ამოიოხრა კაცმა.

– აბა, ვის ვენდო? – იკითხა ბიჭმა.

– ენდე მათ, ვინც უბრალოა შენთან და სიმართლეს გეუბნება, როგორიც არ უნდა იყოს იგი. ასეთი ადამიანები პირველები მოვლენ შენს საშველად გასაჭირის დროს. ნამდვილი თავმდაბლობა მუდამ შეუმჩნეველია, ამიტომაც რთულია მისი პოვნა, მაგრამ როცა იპოვი, იგი არასდროს გიღალატებს.“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ფილოლოგი

Leave A Reply