Connect with us

იგავები

ცხოვრებისეული იგავები

 სხვისი ცოლი უფრო ტკბილია?!

ადრე, აი სულ ადრე ღმერთმა ათი ადამი შექმნა. ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე საქონელს მწყემსავდა, მესამე თევზაობდა. გავიდა დრო ერთხელაც, ისინი მივიდნენ თავიანთ შემოქმედთან და დაიჩივლეს.

_ ყველაფერი გვაქვს. მაგრამ თითქოს რაღაც  გვაკლია, მოვიწყინეთ.

ღმერთმა მათ მიცა მასალა და კურთხევა.

_  თითოეულმა შექმენით თქვენთვის სასურველი ქალი: გამხდარი, ტანსავსე, მაღალი, დაბალი, მე კი მათ სულს შთავბერ. ამის შემდეგ ღმერთმა  მაგიდეზე შაქარის ნატეხები  დადო და უთხრა მათ:

_ აქ შაქრის რამოდენიმე ნატეხია. ყოველივემ აიღეთ თითო ნატეხი და მიეცით თქვენ მეუღლეებს, რათა თქვენი თანაცხოვრება იყოს ტკბილი. ყველა მართლაც ასე მოიქცა.

უფალი შეკრთა:

_ თქვენ შორის ერთ-ერთი ბრიყვია.მაგიდაზე შაქრის თერთმეტი ნაჭერი იყო, რომელიღაც თქვენგანმა შაქრის ორი ნაჭერი აიღო.

ყველა დადუმდა.
ღმერთმა მათ  ცოლები წაართვა. ერთ მასად აქცია თავიდან გამოძერწა ქალები და დაურიგა  ვის რომელიც შეხვდა. მას შემდეგ ათიდან ცხრა მამაკაცი ფიქრობს, რომ სხვისი ცოლი უფრო ტკბილია…. იმიტომ, რომ ერთმა ქალმა ერთით მეტი შაქრის ნატეხი შეჭამა.

ხოლო ის ერთი ადამი ფიქრობს, რომ ყველა ქალი ერთნაირია. იმიტომ,რომ ის ერთი ზედმეტი შაქრის ნაჭერი თავად შეჭამა.

ხე
გზის პირას ერთი პატარა, დახრილი ხე იდგა. ერთხელაც შუაღამეს ხეს ქურდმა ჩაუარა. შორიდან მას ხის სილუეტი პოლიციელად მოეჩვენა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.

ერთ საღამოს ხეს გამიჯნურებულმა  ახალგაზრდა ყმაწვილმა ჩაუარა. შორიდან ხის სწორი სილუეტი დაინახა და იფიქრა, რომ სატრფო უკვე ელოდებოდა და უფრო სწრაფად მოვიდა პაემანზე.

ერთხელაც ხეს დედამ ჩაუარა ჩვილით ხელში. ზღაპრების გმირებით შეშინებულ ბავშვს მოეჩვენა, რომ გზაზე მოჩვენება იდგა და ატირდა.

მაგრამ… ხე ყოველთვის მხოლოდ ხე იყო….


ორი ფანტელი
თოვდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ჰაეროვანი თოვლის ფიფქები ციდან ნელი ცეკვით, ეშვებოდნენ მიწისკენ. ორი გვერდიგვერდ მოფარფატე პატარა ფანტელი ერთმანეთს გამოელაპარა, ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს, ერთმა ფიფქმა მეორეს სიხარულით უთხრა:

_ რა არაჩვეულებრივი შეგრძნებაა ჰაერში ფარფატი!

_ ჩვენ არ ვფრინავთ, ჩვენ უბრალოდ ვეცემით, _ უპასუხა მეორე ფანტელმა.

_მალე ჩვენ მიწას შევეგებებით და უფრო რბილ საფარში გავეხვევით!

_არა ჩვენ მივფრინავთ , რომ სიკვდილს შევეგებოთ, იქ მიწაზე კი ჩვენ უბრალოდ გაგვჭყლეტენ.

_ჩვენ ნაკადულად გადავიქცევით და ზღვას შევუერთდებით. ჩვენ მარადიულად ციცოცხლებთ!_თქვა პირველმა ფანტელმა.

_ არა ჩვენ დავდნებით და სამუდამოდ გავქრებით_, გაუბრაზდა მას მეორე ფიფქი.

ბოლოს მათ კამათი მობეზრდათ და გაჩუმდნენ.

მათ ჩაკიდებული ხელები ერთმანეთს გაუშვეს და ყოველი მათგანი მარტო ეულად გაფარფატდა საკუთარ ბედთან შესახვედრად, რომელიც მათ თავად აირჩიეს….

ალმასი

ერთმა ვაჭარმა მტრედის კვერცხისოდენა ალმასის თვალი შეიძინა, ქვას მხოლოდ ერთი ნაკლი ჰქონდა _ ქვის სიღრმიდან პატარა ბზარი მოჩანდა. ვაჭარმა დახმარებისთვის იუველირს მიმართა. იუველირმა უთხრა:
_ თუ ამ ქვას ორ ნაწილად გავყოფთ, ორი არაჩვეულებრივი ბრილიანტი გამოვა. მაგრამ თუ ქვა შემთხვევით გატყდება ის პატარა ნამცეცებად დაიშლება, რომლებიც მხოლოდ გროშები ეღირება. გირჩევთ რისკს თავი აარიდოთ.

სხვა იუველირებმაც იგივე ურჩიეს ვაჭარს. მაგრამ ერთხელაც მას ურჩიეს ხანდაზმული ლონდონელი იუველირის რჩევა მოესმინა, რომელზეც ამბობდნენ, რომ ოქროს ხელები ჰქონდა.  მან ქვა გულმოდგინედ დაათვალიერა და რისკებზე მიანიშნა. ვაჭარმა უთხრა , რომ ეს ისტორია მან უკვე ზეპირად იცის.  მაშინ იუველირი დიდი გასამჯელოს სანაცვლოდ დათანხმდა ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის. იუველირმა მის ახალგაზრდა შეგირდს მოუხმო. მან ალმასი აირო და ერთხელ დაარტყა ჩაქუჩი. დარტყმისგან ქვა ორ თანაბარ ნაწილად გაიყო. ვაჭარმა აღფრთოვანებულმა ჰკითხა იუველირს:

_ რამდენი ხანია რაც ის თქვენთამ მუშაობს?

_ მესამე დღეა. მან არ იცის ამ ქვის ფასი. ამიტომაც მისი ხელი ამ საქმისთვის იყო მოქნილი.

ბედნიერება
ბედნიერება ტყეში დანავარდობდა, ბუნების სილამაზით ტკბებოდა. უეცრად ორმოში ჩავარდა. ზის ორმოში და ტირის.  უეცრად საიდანღაც ადამინი გამოჩდა. ბედნიერებამ დაინახა და მოყვა ყვირილს ორმოდან:

_ კეთილო ადამინო ამომიყვანე ამ ორმოდან.

_ და შენ ამისთვის რას მომცემ ? _ ჰკითხა ადამიანმა.

_ აბა შენ მაინც რა გინდა?_ჰკითხა ბედნიერებამ.

_ მე დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირფასი სახლი მინდა ზღვის სანაპიროზე.

ბედნიერებამ აჩუქა ადამინს ყველაზე ლამაზი სახლი სანაპიროზე, მას ისე გაუხარდა რომ სულ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ასე რომ ბედნიერება არც გახსენებია. ზის ბედნიერება ორმოში და უფრო ხმამაღლა ტირის.

ახლოს ისევ ადამინმა ჩაიარა, ბედნიერებამ გაიგონა  ნაბიჯების ხმა და მორტო ყვირილი:

_ კეთილო ადამინო ამომიყვანე ამ ორმოდან.

_და შენ სანაცვლოდ  რას მომცემ ? _ ჰკითხა ადამიანმა.

_  შენ მაინც რა გინდა?_ჰკითხა ბედნიერებამ.

_ მე სხვადასხვა მარკის ბევრი ავტომობილი მინდა.

ბედნიერებამ შეუსრულა სურვილი ადამინს, ის  გახარებული გაიქცა და ბედნიერების ამოყვანა ორმოდან სულ გადაავიწყდა. ბედნიერებას უკვე  თავის დახსნის იმედი გადაეწურა.

უეცრად ბედნიერებამ მესამე ადამინის ნაბიჯების ხმა გაიგონა და საშველად მოუხმო.

ადამიანიც მაშინვე მოვიდა, ამოიყვანა ბედნიერება ორმოდან და გზა განაგრძო. ბედნიერება ადამიანს დაედევნა და ჰკითხა რაც გინდა მთხოვე შეგისრულებო, ადამინმა უპასუხა:

_არაფერი არ მინდა, ჩემი გზით მინდა ვიაროო.

ბედნიერება გაოცდა და მას შემდეგ დასდევს უკან კეთილ ადამინს და არასდროს ეშვება მას.

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: იგავები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ