ცხოვრებისეული იგავები

0

 ბედნიერებაზე

ერთხელ ერთი მოხუცი ბრძენკაცი გზად მიდიოდა, ბუნებას აკვირდებოდა და გაზაფხულის ხასხასა ფერებით ტკბებოდა. მან მამაკაცი დაინახა , რომელსაც ზურგზე მძიმე ტვირთი ჰქონდა აკიდებული, ტვირტი იმდენად მძიმე იყო, რომ კაცს ფეხები ეკვეთებოდა.

_ რატომ იტანჯავ თავს ასეთი მძიმე ტვირთის დარებით?_ ჰკითხა მას ბერიკაცმა

_ მე ვიტანჯები იმისთვის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნებ ბედნიერები, _ უპასუხან მან ბერიკაცს_ჩემი პაპა ბაბუაჩემის ბედნიერებისთვის ეზიდებოდა მძიმე ტვირთს, ბაბუა მამაჩემის გამო, მამაჩემი ჩემიგულისთვის, მე კი ჩემი შვილებისთვის.

_ და თქვენ ოჯახში ვინმე თუ იყო ბედნიერი? _ დაინტერესდა ბერიკაცი.

_ჯერ არა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილიშვილები იქნებიან ჭეშმარიტად ბედნიერები!-იმედიანად წარმოთქვა კაცმა.

_სამწუხაროდ, გაუნათლებელ ადამაინს არ ძალუძს ასწავლოს ვინმეს წერა-კითხვა, და თხუნელა ვერასოდეს შეძლებს არწივის აღზრდას!- ჩაილაპარაკა ბერიკაცმა._ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ასწავლო, თუ როგორ გახდე  ბედნიერი, მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია შვილებს ასწავლო, თუ როგორ იყვნენ ბენიერები- და სწორედ ეს იქნება შენი საუკეთესო საჩუქარი.

სიყვარულზე
_  რა განსხვავებაა  ორ სიტყვას შორის ,,მომწონს”  და ,,მიყვარს”

_ როცა თქვენ მოგწონთ ყვავილი, თქვენ  მას წყეტთ. ხოლო როცა თქვენ გიყვართ ყვავილი_ თავს ევლებით მას და უვლით.

როგორ მოქმედებენ ჩვენზე სიტყვები

ორი მეგობრის დიალოგი:

ჩემი მეუღლე იმდენად მოუხერხებელია, რომ მისი ატანა შეუძლებელია, მას ყოველთვის ამაზე ვესაუბრები, მაგრამ შედეგი არაა, ყველაფერი უარესობისკენ მიდის.

ამაზე მეორემ უპასუხა:

ჩემი მეუღლე კი ძალიან პრაქტიკულია, ის არაჩვეულებრივი დიასახლისია, მეც მას სულ ამაზე ვესაუბრები და ის  დღითიდღე სულ უკეთესი  ხდება.

 

გაზიარება:

დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply