ცხოვრებისეული გამონათქვამები: ვოლტერი

0

1. რამდენ სისულელეს ამბობენ იმის ცდაში, იქნებ რამე ახალი წამომცდესო.

2. შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.

3. სასაცილოდ აგდება სხვისი ხშირად მხოლოდ ჭკუის სიღატაკეს ამტკიცებს.

4. ყოველი ადამიანი დამნაშავეა იმ სიკეთის გამო, რომელიც მან არ გააკეთა.

5. ფულის ნაკლებობა კი არა, ნიჭიერი ადამიანების ნაკლებობა ხდის სახელმწიფოს უძლურს.

6. უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე აქვთ.

7. ქორწინება ან უდიდესი ბოროტებაა, ან უდიდესი სიკეთე… ქორწინება ადამიანთა ყველაზე დიდი განძია, როცა ის ეყრდნობა გულისა და სულის ერთიანობას, გრძნობების, გემოვნებათა და ხასიათების საძირკველს… მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, როცა ყიდი შენს სახელს, შენს არსებობას, ემორჩილები მტარვალს, ხდები მისი მონა – მორჩილი, გაურბიხართ ერთი – მეორეს! ამგვარი ქორწინება ნამდვილად ჯოჯოხეთია.

8. რა დამღუპველია ვნებები! ისინი ქარებს ჰგვანან, რომლებიც ხომალდის იალქნებს უბერავენ; ზოგჯერ სძირავენ კიდეც ეს ქარები ამ ხომალდს, მაგრამ მათ გარეშე მაინც ვერ იცურებს.

9. შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.

10. ადამიანებზე პასუხების ნაცვლად შეკითხვების მიხედვით უნდა ვსჯელობდეთ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply