ცხოვრებისეული გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინესგან

0

1. შეიმეცნე, რათა გწამდეს, გწამდეს, რათა შეიმეცნო;

2. თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? – იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? – მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს. მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას;

3. მეგობრობა ორ სულში გაბნეული ერთი სულია;

4. რა სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მუდმივად ჩაესმის ეს მწუხარე ხმა: რამდენ ხანს გასტანს ეს ყოველი?

5. კეთილი, თუნდა მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია;

6. რატომ ეყრდნობი საკუთარ თავს? საკუთარ თავში არა აქვს კაცს საყრდენი. ღმერთს შეუვრდი და ნუ გეშინის: იგი პირს არ იბრუნებს შენგან, ნებას არ მოგცემს დაეცე; უდრტვინველად მიმართე მას: შეგივრდომებს იგი და განგკურნავს;

7. ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის;

8. უბედურია ყოველი სული, რომელიც სიყვარულით ემსჭვალვის იმას რაც მოკვდავია. რადგან ამ უკანასკნელის დამკარგავს სიცოცხლე აუტანელ ტანჯვად ექცევა. სწორედ მაშინ გრძნობს მთელი სიმძაფრით თავზარდამცემ უბედურებას, თუმცა უბედური იყო მანამდეც, ვიდრე თავისი სიყვარულის საგანს დაკარგავდა;

9. ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის;

10. არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ;

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply