ცხოვრებისეული გამონათქვამები აკუტაგავა რიუნოსკესგან

0

1. წინ თუ არ წახვალ, აუცილებლად დაეცემი. ყველაზე მთავარია სცადო, ერთი ნაბიჯით მაინც წაიწიო წინ.

2. არა, ყველაფერი როდი ვიცი… ის, რაც ვიცი, მხოლოდ ნაწილია ჩემი სულისა. ხოლო რაც არ ვიცი, იგი ჩემი სულის უდაბნოა, გადაშლილი უკიდეგანოდ. მე მეშინია მისი. სინათლეში ურჩხულები ვერ იბუდებენ, მაგრამ უსაზღვრო წყვიადში მუდამ თვლემს რაღაც გამოუცნობი.

3. იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.

4. ყველაზე ხშირად ვამაყოფთ იმით, რაც არ გვაქვს.

5. ცხოვრება ასანთის კოლოფივითაა: მისი ზედმეტად სერიოზულად აღქმა სისულელეა, ზედმეტად არასერიოზულად აღქმა – საშიში.

6. ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი.

7. ჩვენ ხომ წარსულსა და მომავალს შორის ვართ გამომწყვდეულები, ხელის განძრევაც არ ძალგვიძთ და მხოლოდ მაშინ წავდგამთ ნაბიჯს წინ, თუ ზურგში ვინმე გვიბიძგებს. თუმცა, მარტო ჩვენ არ გვიწერია ეს უბედურება; ასეთ დღეში იყვნენ ძველებიც. ალბათ, იგივე ელით იმათ, ჩვენ შემდეგ რომ მოვლენ.

8.არაფერს ვისურვებდი გარდა იმისა, რომ ბავშვობის იმ ოცნებისთვის მომკვდარიყავი, რომლისაც ყველაზე მეტად მჯეროდა.

9. იმდენად სიკვდილი კი არ მსურს, რამდენადაც სიცოცხლემ თავი მომაბეზრა.

10.ადამიანები, რომელთაც ერთმანეთი უყვართ, ნუთუ ყოველთვის ტანჯავენ ერთმანეთს?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply