ცხოვრებისეული გამონათქვამები სოკრატესგან

2

1. ძლიერი ადამიანები იდეებს განიხილავენ, საშუალონი მოვლენებს, სუსტები კი ადამიანებზე მსჯელობენ.

2. მე ვერაფერს გასწავლით, მხოლოდ თქვენი დაფიქრება შემიძლია.

3. ზოგჯერ ჩვენ იმიტომ კი არ ვაშენებთ კედლებს, რომ ადამიანებს გავექცეთ, არამედ იმისთვის რომ დავინახოთ ვინ მოისურვებს მათ დანგრევას.

4. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არაფერი ვიცი, მაგრამ ბევრმა ესეც არ იცის.

5. ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე – არაფერია.

6. ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი – უგუნურება.

7. ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი – ფილოსოფოსი.

8. ადამიანებს ბუნებით აქვთ მინიჭებული მეგობრობისადმი მიდრეკილება, რამეთუ ერთმანეთი სჭირდებათ, ერთმანეთს იბრალებენ და ხელშეწყობით ერთმანეთისათვის სარგებლობა მოაქვთ და რაკი ეს ესმით, ერთურთის მიმართ მადლიერებითაც არიან გამსჭვალული; მაგრამ, მეორე მხრივ, მათ მტრობისაკენ მისწრაფებაც აქვთ თანდაყოლილი, რადგან, თუ რასმე მშვენიერ და ამავე დროს სასიამოვნო საგნად ჩათვლიან, მის გამო ბრძოლას იწყებენ, ხოლო თუ ამ საგანზე სხვადასხვა აზრი გაუჩნდათ, ერთმანეთს უპირისპირდებიან. ჯიბრი და რისხვა სწორედ რომ მტრობის მაუწყებელია, მომხვეჭელობის სიყვარულიც შუღლსა და ქიშპობას იწვევს, ხოლო შური მუდამ ზიზღის საბაბი ხდება.

9. ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.

10. ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია, რადგან ამგვარი კმაყოფილება მოწმობს მისი ბუნების სიმდიდრეს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion2 კომენტარი

  1. ყველაზე ბედნიერი ის არის, ვინც მცირედითაც კმაყოფილია, რადგან ამგვარი კმაყოფილება მოწმობს მისი ბუნების სიმდიდრეს.

Leave A Reply