ცხოვრება ჯაზია

0

ცხოვრება სახურავიდან გადმოვარდნილი ქუჩაა.

ცხოვრება თორმეტ საათზე გაღვიძებული ანანოა.

ცხოვრება ადუღებული ჩაიდანია.

ცხოვრება კბილებდამსხვრეული სავარცხელია.

ცხოვრება ივლისში მოწყურებული წყალია.

ცხოვრება აუტანელი ტაქსის მძღოლია.

ცხოვრება ანანოს ჩანთაში ჩაყირავებული მიკროკოსმოსია.

ცხოვრება ჯო კოკერის ხმაა.

ცხოვრება სახლში დარჩენილი ჩართული უთოა.

ცხოვრება პროთეზიანი მძღოლის ღიმილია.

ცხოვრება მზის გვერდით გაჩენილი ამოუცნობი ობიექტია.

ცხოვრება სარკეში ხასიათის გადამოწმებაა.

ცხოვრება ილუზიის ტრფობაა.

ცხოვრება ანანოს პირველი კოცნაა.

ცხოვრება წვიმის გუბეზე გადახტომაა,

ცხოვრება თითქმის ფეხის დაცდენაა.

ცხოვრება ღრმად ამოსუნთქვაა.

ცხოვრება სახლში დაბრუნებაა.

ცხოვრება მთვარის ჩახუტებაა.

ცხოვრება ჯაზია.

ავტორი: ტატო გოგოლაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply