ცხოვრება ღირს, თუკი შენ…

0

1. უპირველეს ყოვლისა, ცხოვრება ღირს,თუ ისწავლი. რაც არ იცი, ის გულს გატკენს. შენ უნდა ისწავლო იმისათვის, რომ იარსებო.

ცხოვრება ღირს თუ ისწავლი შენივე გამოცდილებიდან, როგორც მის პოზიტიურ, ისე ნეგატიურ მხარეებს. ვსწავლობთ იმისათვის, რომ მიუხედავად შეცდომისა, შევძლოთ გამოსწორება. ჩვენ ამას პოზიტიურ ნეგატივს ვუწოდებთ.

ასევე,ვსწავლობთ სხვა ადამიანის გამოცდილებიდან, როგორც მისდადებით, ასევე უარყოფით შედეგებსა და მხარეებს.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ცუდია,როცა მარცხი არ გაძლევს გაკვეთილს. ჩვენ არ გვინდა, ვისწავლოთ შეცდომებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისწავლო შეცდომებიდან და სხვა ადამიანის გამოცდილებიდანაც.

რასაც ვხედავთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამასთან,კარგი მსმენელებიც უნდა ვიყოთ. სწორედ ასე შეიძლება, რომ ისწავლო. არავის მისცეთ იმის ნება, რომ შემოიჭრას თქვენს ფსიქიკაში. ჩვენ ასევე ვსწავლობთ, როდესაც ვკითხულობთ. ისწავლეთ ყველანაირი რესურსიდან – სიმღერებიდან, საუბრიდან, ქადაგებიდან…განაგრძეთ სწავლა.

2. ცხოვრება ღირს, თუკი ცდი. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ისწავლო. ახლა დროა, სცადო და გააკეთო რაიმე, თუ შეგიძლია. სცადე რომ განასხვავო, მიიღო პროგრესი, გამოიმუშავო ახალი უნარები, დაკავდე ახალი სპორტით.

ეს არ ნიშნავს რომ ყველაფრის გაკეთება შეგიძლია, მაგრამ ზოგიერთი რამ ნამდვილად შეგიძლია. უბრალოდ,უნდაეცადე,რომ გააკეთო მაქსიმუმი. გამოიყენე ყველა შესაძლებლობა.

3. ცხოვრება ღირს, თუ დარჩები. თუ რაიმეს ხელს მოაწერ, მას ყოველთვის ბოლომდე უნდა გაჰყვე და არ გაჩერდე შუაში. შეიძლება,შემდეგ ყველაფერმა გაიაროს, თუმცა გაჰყევი მას ბოლომდე.

4. ცხოვრება ღირს, თუ გაუფრთხილდები. თუ გაუფრთხილდები და შეინარჩუნებ ყოველივე იმას, რაცგაქვს, დაუჯერებელ შედეგს მიიღებ. იზრუნე, რათა დაინახო განსხვავება. იზრუნე იმდენი,რომ დაიწყო ახალი საქმე, იმდენი, რომ ყველაფერი შეიცვალოს, იმდენი, რომ იყო უმაღლესი დონის პროდიუსერი. იზრუნე იმდენი, რომ გაიმარჯვო.

4 ძლიერი სიტყვა : ისწავლე, სცადე, დარჩი დაიზრუნე. რა განსხვავება შეგიძლია დაინახო, შენს დღევანდელ შემოქმედებით ცხოვრებაში თუ შემოიტან ამ 4 სიტყვას?

შენი წარმატებისთვის,

ჯიმ რონი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply