ცხოვრება საზღვრების გარეშე

0

წარმოიდგინეთ,რომ ცხოვრება წიგნია, თქვენ კი მწერალი ხართ. რას დაწერდით? როგორ გააგრძელებდით თქვენს ისტორიას? ეს იყო შეკითხვა,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა.

ლას ვეგასის ცხელ უდაბნოში გაზრდილს თავისუფლება ერთადერთ ნატვრად მქონდა. ვოცნებობდი მემოგზაურა დედამიწის გარშემო, მეცხოვრა თოვლიან ადგილზე და აღმეწერა თავსგადამხდარი ისტორიები. 19 წლის ვიყავი სკოლა,რომ დავამთავრე და საცხოვრებლად თოვლიან ადგილზე გადავედი.მასაჟისტად დავიწყე მუშაობა და ყველაფერი მქონდა,რაც კი მჭირდებოდა: ხელები, მასაჟის მაგიდა და შესაძლებლობა წავსულიყავი იქ, სადაც მსურდა. ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გემო.

ასე გრძელდებოდა,ვიდრე ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია არ დატრიალდა. სამსახურიდან სახლში ადრე დაბრუნებული, 24 საათიც არ იყო გასული,რომ საავადმყოფოში აღმოვჩნდი. გადარჩენის შანსი მხოლოდ 2 პროცენტი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ კომაში ჩავვარდი. ექიმებმა ბაქტერიული მენენგიტი დამიდგინეს,მქონდა სისხლის ინფექცია,რომელსაც ვაქცინა ვერ უმკლავდებოდა. 2 დღეში დავკარგე თირკმელი, სმენა მარცხენა ყურში და ორივე ფეხი.როდესაც მშობლებმა ჰოსპიტალიდან გამომწერეს ხელოვნურად აწყობილი თოჯინასავით ვგრძნობდი თავს. ყველაფერმა ცუდმა ჩაიარათქო გავიფიქრე ,როცა 2 კვირის შემდეგ ფეხის პროტეზი გამიკეთეს.

დედაჩემს თვალიდან ცრემლი სდიოდა,როცა გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე. პროტეზის ტარება მტკივნეული იყო და შესაჩვევად ძალიან უხეში, ვფიქრობდი ,რომ ბოლო მოეღო თავგადასავლებითა და ამაღელვებელი ისტორიებით სავსე ცხოვრებას – ოცნებას სნოუბორდზე და იმაზე, თუ როგორ ვიმოგზაურებდი მსოფლიოს გარშემო.

როდესაც სახლში დავბრუნდი, დეპრესიისაგან ლოგინად ჩავვარდი და მთელი თვე ასე გავატარე . ჩემი „მე“ სხეულის დაკარგულ ნაწილებთან ერთად გაქრა, როდესაც არსებულ რეალობას შეეჯახა. ფიზიკურად და ემოციურად ვიყავი განადგურებული, თუმცა მაინც ვაანალიზებდი, რომ წინსვლას ახლანდელი რეალობისაგან თავის დაღწევა და ცხოვრებისეული სიახლეები სჭირდებოდა.

ამ იდეის დაბადებასთან ერთად პოზიტიური ფიქრები შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. შემეძლო ისეთი მაღალი, ან დაბალი ვყოფილიყავი , როგორიც მინდოდა, იმისდა მიხედვით, თუ ვისთან მქონდა პაემანი. ჩამეცვა ნებისმიერი ზომის ფეხსაცმელი. მეღიმებოდა როდესაც ვფიქრობდი,რომ სნოუბორდის დროს ფეხები არ გამეყინებოდა.დიახ, გავაანალიზე,რომ ამ სიტუაციას შეეძლო სარგებელიც მოეტანა. სწორედ ამ დროს დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: “წარმოიდგინეთ,რომ ცხოვრება წიგნია, თქვენ კი მწერალი ხართ. რას დაწერდით? როგორ გააგრძელებდით თქვენს ისტორიას?”  და ოცნება დავიწყე. პატარა ბავშვივით ვოცნებობდი, წარმოვიდგენდი საკუთარ თავს,თუ როგორ თავისუფლად დავსეირნობდი,დავდიოდი იქ სადაც მსურდა,ისევ სნოუბორდით ვიყავი დაკავებული და ვეხმარებოდი სხვა ადამიანებს. ეს უბრალო ოცნება არ ყოფილა თითქოსდა რეალურად ვგრძნობდი ყველაფერს – შემეძლო სახეზე ცივი ნიავი შემეგრძნო და ადრენალინისაგან აჩქარებული გულის ხმაც კი მომესმინა.

ამ დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. 4თვის შემდეგ სნოუბორდს დავუბრუნდი. თუმცა საქმე ისე ადვილად არ აეწყო, როგორც მეგონა.მთის წვერზე ვიდექი, თუმცა ამჯერად შოკირებული და იმედგაცურებული. ვიცოდი, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდი ჩემი ოცნების განხორციელებას, თუ კარგ ფეხის პროტეზს ვიშოვიდი.

გავაანალიზე,რომ ჩვენს საზღვრებსა და დაბრკოლებებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეეძლოთ. პირველი, შეეძლოთ შევეჩერებინეთ, ან მეორე შემოქმედებითი უნარი გაეღვიძებინათ ჩვენში. ერთი წლის განმავლობაში ამაოდ ვცდილობდი კარგი პროტეზის პოვნას, თუმცა საშველი არსად ჩანდა. პოვნის იმედი,რომ ამომეწურა გადავწყვიტე თავად შემექმნა პროტეზი.ბევრი ვიმუშავეთ და შევძელით ისეთი პროტეზის დამზადება, რომლის საშუალებითაც სნოუბორდზე გასვლას შევძლებდი.

2005 წელს დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ქველმოქმედებას მივყავი ხელი. ვიმოგზაურე სამხრეთ აფრიკაში, ფეხსაცმლით დავეხმარე ათასობით გაჭირვებულ ბავშვს. გასული წლის თებერვალში მოვიპოვე 2 მედალი მსოფლიო პირველობაზე სნოუბორდში.

11 წლის წინ ფეხებთან ერთად მომავლის იმედიც დავკარგე და უმძიმესი ტკივილი გადავიტანე , მაგრამ დღეს რომ მკითხოთ მინდა, თუ არა შევცვალო ჩემი მდგომარეობის შეცვლა გეტყვით,რომ არა ,რადგან დაკარგულმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა უუნაროდ კი არ მაქციეს, არამედ პირიქით შემოქმედებითი უნარი გააღვივეს ჩემში. მაიძულეს მერწმუნა,რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი საკუთარი გონების საზღვრები დააღვიოს – გააკეთოს, რაც სურს და მიაღწიოს იმას, რაც უნდა.

სწორედ რწმენა, ოცნება და საკუთარი უძლურების შიშთან პირისპირ დადგომა გვანიჭებს ნამდვილ თავისუფლებას. ვიტყოდი,რომ ყოველი სიახლე ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ იმ საზღვრებისა და ლიმიტების გამო არსებობს, რომელიც გადავლახე. ვისწავლე,რომ სადაც საზღვრები მთავრდება სწორედ იქ ავლენს თავს შემოქმედებითი უნარი და იწყება ნამდვილი თავგადასავალი. დღეს ამ ისტორიით მსურდა დამეფიქრებინეთ,რომ პრობლემებსა და შეზღუდვებს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური მხარე გააჩნიათ. ჩვენი გადასაწყვეტია, თუ როგორ შევხედავთ მათ: როგორც გადაულახავ ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს,თუ როგორც საჩუქარს,რომელსაც შეუძლია ჩვენში შემოქმედებით უნარი გააღვივოს და დაგვეხმაროს წავიდეთ იმაზე წინ, ვიდრე ოდესმე შეგვეძლო წარმოგვედგინა…

ემი პურდსი; თარგმანი: 4motivi.com

ასევე იხილეთ: ემი პურდსის მიერ შესრულებული ცეკვა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply