ცხოვრება მშვენიერია (La Vita E Bella)

1
“ეს უბრალო ისტორიაა,თუმცა ადვილი არ არის მოსაყოლად.” ამ სიტვებით იწყება ფილმი. ძნელია, გამოვხატო, თუ კონკრეტულად რა გრძნობას აღძრავს იგი ჩემში. ერთდროულად, სიამოვნება და კარგი განწყობა – სევდა და ტკივილი.
– თამაში ახლა იწყება. ჩვენი მიზანია 1 000 ქულა მოვიპოვოთ. და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ,მაშინ ჩვენ სახლში დიდ ტანკსა და იარაღს გაგვატანენ. თუ კარგად მოიქცევი და როგორც მე გეტყვი ისე ითამაშებ,ჩვენ მალე მოვიპოვებთ საკმარის ქულებს.თუმცა არსებობს 3 მიზეზი რის გამოც შეიძლება დავკარგოთ ქულები :
1. თუ მტირალა ბავშვი გახდები და მჯერა შენ ამას არ იზამ.
2. თუ დაიწყებ იმის დაჟინებით მოთხოვნას,რომ დედასთან გინდა.
3. თუ იტყვი,რომ მშიერი ხარ და გინდა ჭამო რამე.
– და როდის ვნახავ დედას?
– როდესაც თამაში დასრულდება . . .
ეს უბრალო თამაში არ არის. გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში შვილთან ერთად მოხვედრილი მამა ცდილობს შვილი მოატყუოს და არ მიახვედროს, თუ რა ხდება სინამდვილეში მათ თავს. ჭკუამხიარული იტალიელის გვიდოსა და მისი ოჯახის, ლამაზი, სასაცილო და ამავდროულად სევდიანი ისტორია. ადამიანმა შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკშიც კი მოახერხოს და არ დაკარგოს იმედი და შეგრძნება იმისა, რომ ცხოვრება მშვენიერია, თუნდაც იმ ერთი მარტივი მიზეზისდა  გამო, რომ მისი უსაყვარლესი ადამიანები მის გვერდით არიან და მათ არ უნდა იგრძნონ, რომ ეს ასე არაა.

4motivi.com
უყურეთ ქართულ ენაზე

უყურეთ რუსულ ენაზე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply