ცოდნის ღირებულება

0
ერთხელ ერთ გიგანტურ გემს ძრავი გაუფუჭდა. გემის მფლობელები ექსპერტს ექსპერტზე იწვევდნენ, მაგრამ ამაოდ, ვერცერთი მათგანი ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა ძრავს.
საბოლოოდ,ერთი მოხუცი კაცი მოიწვიეს,რომელიც ბავშვობიდან გემების შეკეთებაზე მუშაობდა. კაცმა თან იარაღების სავსე დიდი ჩანთა მოიტანა და მუშაობას შეუდგა – იგი გულდაგულ აკვირდებოდა ძრავის ყველა ნაწილს.
გემის მეპატრონეებიც დაკვირვებით ადევნებდნენ თვალს მოხუცს.როდესაც შემოწმება დაასრულა, კაცმა ჩანთიდან პატარა ჩაქუჩი ამოიღო და მძლავრად ჩააჭედა რაღაც. შემდეგ ძრავი ჩართეს და იგი მწყობრში იყო. მოხუცმს კაცმა შეძლო მისი შეკეთება.
რამოდენიმე დღის შემდეგ, გემის მფლობელებმა მოხუცი კაცისაგან მოთხოვნა მიიღეს ანაზღაურებას თაობაზე.
მოთხოვნაში 10 000 დოლარი ეწერა.
“რა?!” – ერთხმად აღმოხდათ გემის მფლობელებს.”მას არც, თუ ისე მძიმე სამუშაო შეუსრულებია”.
“გთხოვთ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ,რაში გიხდით ფულს” – მისწერეს მათ მოხუცს.
მოხუცმა კაცმა დეტალურად აღწერილი მოთხოვნა დაუბრუნათ უკან:
ჩაქუჩის დარტყმა ……………………….. 2 დოლარი;
ცოდნა იმისა, თუ სად  დაარტყა …………….. 9 998 დოლარი;
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply