ცოდვილი სულის აღსარება

0

ეს ამბავი რამოდენიმე წლის წინ მოხდა,რამაც ჩემს სულში დიდი კვალი დატოვა და დღემდე ასეა. ზამთრის ცივი დღეები იდგა.ცოტათი ადრე დავკარგე იმ დროისათვის ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი,რომელიც მთელ ჩემს სიცოცხლეს მერჩივნა,რომლის გვერდით ყოფნა, საუბარი სიცოცხლით მავსებდა.სული საოცარ სიმსუბუქეს გრძნობდა.ღმერს შევსთხოვდი სულ, ის მყოლოდა კარგად და ჩემს გვერდით,განუშორებლათ,სხვა არაფერი მინდოდა ამ ცხოვრებისაგან,ამაზე დიდ ბედნიერებას არც არასოდეს ვინატრებდი,მაგრამ ერთი შეხედვით ამ მოკრძალებული თხოვნის ასრულების ღირსი არ აღმოვჩნდი,ეტყობა არ ვიმსახურებდი ამქვეყნიურ ბედნიერებას…

გადატანილი განცდის მერე ჩემი ცხოვრება უარესობისკენ შეიცვალა. დიდხანს ვერ მოვდიოდი გონს და ცხოვრება აღარაფრად მიმაჩნდა,თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო.აღარაფრის ხალისი,მისწრაფება,მიზანი აღარ მქონდა.რწმენა დამსხვრეული აღარც ეკლესიას არ ვეკარებოდი.თითქოს განაწყენებული ვიყავ უფალზე და წმიდანებზე.სულის ტკივილი მოსვენებას არ მაძლევდა, დამაცარიელა შინაგანად და  წლები გრძელდებოდა ეს პერიოდი.ასეთი გულ და სულდამძიმებული ერთ დღეს ავტობუსით ვმგზავრობდი,არაფრისმთქმელი მზერით ვათვალიერებდი ქალაქის ქუჩებში მოსიარულე ადამიანებს გულგრილად.

ამ ადამიანებში უეცრათ გამოიკვეთა ერთი დედისტოლა ქალი,რომელმაც ჩემი ყურადღება უნებურათ მიიპყრო,ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა.დავრდომილი იყო,ინვალიდი,გზაზე მუხლებზე დაჩოქილი გადაადგილდებოდა მხოლოთ,წვივებზე! მუხლამდე ტყავის ძველი ნაჭრები შემოეხვია,ტანთ ისეთი მწირი სამოსი ეცვა,რომელიც სიცივისგან ვერ დაიფარავდა,ორივე ხელებით გულში ღვთისმშობლის ”შენ ხარ ვენახის” დიდი ხატი ჩაეკრა და დროდადრო პირჯვარს იწერდა ,თან მოწყალებას ითხოვდა.ამ ნანახმა ჩემი გაქვავებული სული შეძრა.თითქოს თავათ ღვთისმშობელი უსიტყვოთ ღაღადებდა ამ ქალის სახით…რამხელა რწმენა,რამხელა სიყვარული,რამხელა მოთმინება უნდა ყოფიყიყო ამ ქალში.ცხოვრებისგან ზურგშექცეული,ინვალიდი,რომელსაც უდიდეს ტანჯვა-წამებით უხდებოდა ის მცირედი გადაადგილებაც კი,მათხოვრად ქცეულიყო და ამ ყველაფრის მიუხედავათ რწმენა არ შეულახია,თითქოს ერთადერთ იმედად ჰყავდა ჩაკრული გულში ღვთისმშობელი და მასზე ჰქონდა მთელი იმედები.ცრემლი ჩამიდგა თვალებში ჩემდა უნებურათ და ფიქრებმა წამიღო…ჩემს თავს შევადარე…რამდენად ძლიერი ყოფილა ეს ერთი შეხედვით უბრალო,ინვალიდი ქალი ჩემზე,მე კი…

ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩემზე ამ ყველაფერმა ამის შემდეგ,ნელნელა დავუბრუნდი რწმენას,თუმცა ვაღიარებ რომ მას ჯერაც ვერ შევედრები ამ მისეული სიმტკიცით სულისა, ძალიან დიდი გზა მაქვს ჯერ კიდევ გასავლელი სანამ უფლის სახელის მატარებლად,ქრისტიანად ყოფნის დამსახურებას მოვიპოვებ და არა ცარიელ სახელად მერქვას ეს. ხანდახან კი, როცა იმ ქალის ნანახი სურათი თვალწის დამიდგება,როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, გული სითბოთი მევსება,თითქოს მახსენებს და მარიგებს :

-ყოველთვის, როგორ განსაცდელშიც არ უნდა ჩაგაგდოს ცხოვრებამ ,არასდროს არ გაუშვა უფლისა და ღვთისმშობლის ხატება ხელიდან და გულიდან.

გამომგავნი/ავტორი: ბესო კვანტიძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply