ცნობილი ავტორები ქალების შესახებ

0

1. “ქალები შთაგვაგონებენ შედევრების შექმნას,მაგრამ ხელს გვიშლიან ჩვენი შთაგონების რეალიზებაში.”
– ოსკარ უაილდი

2. “ქალი რავარი ასატანია, მაგრამ რო გიყვარს რა გინდა რო ქნა.”
– ოტია იოსელიანი

3. “მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე გარკვეულია.”
– მიხეილ ზადორნოვი

4. “ქალს ყოველთვის სძულს ის,  ვისაც უყვარს და უყვარს ის,  ვისაც იგი არ უყვარს.”
– სერვანტესი

5. “ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მამაკაცისთვის მისი სულელად მონათვლაა, ქალისთვის კი იმის თქმა, რომ უშნოა.”
– ემანუელ კანტი

6. “ნამდვილი ქალის ხელი აიღეთ, ვიწრო ხელისგულს დახედეთ და ნაზ, მშრალ ხაზებს დიდხანს უცქირეთ… მერე ფრთხილად ჩამოაყოლეთ სამი თითი და თვალებში შეხედეთ – მაშინ მიხვდებით, ნამდვილი ქალი თუა… ანდა, საკუთარი ხელისგული დაადეთ და მაშინვე რაღაცას იგრძნობთ – რაღაც შორეულს, რაღაც ბუნდოვანს, ყოველთვის გეტყვით ქალის ხელისგული… და თუ უყვარხართ, თუ უყვარხართ, მაშინ მხარზედაც, ჩაცმულსაც კი რომ დაგადოს ის ნაზი ხელი..”
– გურამ დოჩანაშვილი

7. “ორი რამ ენატრება ნამდვილ მამაკაცს: ხიფათი და თამაში. ამიტომ სჭირდება ქალი – ყველაზე სახიფათო სათამაშო.”
– ფრიდრიხ ნიცშე

8. “ცოდვაა თქვენებური ქალი, თქვენ ტირანები ხართ,სულ ერთია, მამა იქნებით, საქმრო თუ ქმარი.თქვენ არ იცით, რა მოითხოვოთ ქალისგან. თუ თავისუფალი ქცევა გამოიჩინა, კახპააო იტყვით, თუ თავი შეიკავა, პურიტანიაო და თქვენ გავიწყდებათ, რომ თქვენი ქალები ორ ცეცხლ შორის არიან. აგერ ორიოდე ფეხის ნაბიჯზე ჩადრია და ჰარემი. თქვენ უკიდურესი აზიელის და ევროპელის კაპრიზები ურთიერთში გაქვთ არეული, როცა ქალი საყვარლად გინდათ, მისგან თავისუფალ ქცევას მოითხოვთ, როცა მას ცოლად გაიხდით,მერე აზიურ კარჩაკეტილობას.”
– კონსტანტინე გამსახურდია

9. “ვერ ვიტყვი, რომ ქალს მტკიცე ხასიათი არ აქვს, უბრალოდ მას ყოველ დღე ეცვლება ხასიათი.”
– ჰაინრიხ ჰაინე

10. “ქალების დამორჩილების ერთადერთი მეთოდია, შევუქმნათ მათ ილუზია, თითქოს ჩვენზე ბატონობენ.”
– ანდრე მორუა

11. “ქალი შეიძლება წაიქცეს, თუ კაცი სუსტია.”
– უილიამ შექსპირი

12. “იღბლიანია კაცი, თუ ის ქალის პირველი სიყვარულია და იღბლიანია ის ქალი, რომელიც მამაკაცის უკანასკნელი სიყვარული ხდება.”
– ჩარლზ დიკენსი

13. “რა იქნებოდნენ კაცები ქალების გარეშე? ღარიბები, ძალიან ღარიბები.”
– მარკ ტვენი

14.”ნამდვილ კაცს მომავალი უნდა ჰქონდეს, ნამდვილ ქალს – წარსული.”
– ოსკარ უაილდი

15. “ქალს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რატომ ტირის, მაგრამ არასდროს ჰკითხოთ, რატომ ტიროდა, მას ეს არ ახსოვს.”
– ალექსანდრე დიუმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply