Connect with us

წერილები

ჩვენ ღვთისმოსავნი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვართ – გრიგოლ ღვთისმეტყველის წერილი ევდოქსია რიტორისადმი

ჩვენ ღვთისმოსავნი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვართ, რომ სხვების უწმინდურებას განვიკითხავთ… ყველას წინაშე ჭეშმარიტების კარი კი არ გაგვიხსნია, არამედ ავისმეტყველებისა და ურთიერთის წინაშე სითავხედისა. ჩვენთვის სრულყოფილი ის კი არ არის, ვინც ღვთის შიშის გამო ამაოდ არ მეტყველებს, არამედ ის, ვინც, შეძლებისდაგვარად, მეტად ავისმეტყველებს მოყვასზე პირდაპირ ან მინიშნებით, და ენით სნეულებას დაატარებს. ერთმანეთის ცოდვები იმიტომ კი არ გამოგვაქვს სააშკარაოზე, რომ ვწუხვართ და გვეტირება მათზე, არამედ მათ განსაკითხად; არა მათ სამკურნალოდ, არამედ იმისთვის, რომ მათი წყლულები უფრო მეტად გავაღრმაოთ და მოყვასის ჭრილობა საკუთარი ნაკლოვანების გასამართლებლად გამოვიყენოთ. ადამიანებს კეთილად ან ბოროტად მათი ცხოვრების მიხედვით კი არ მივიჩნევთ, არამედ პირადი დამოკიდებულების – მეგობრობის ან უთანხმოების მიხედვით… როგორც ღამის ბრძოლის დროს მტრისა და მოყვასის სახე არ განირჩევა, ასევე დაუნდობლად ვესხმით თავს ერთმანეთს და ერთმანეთისავე ხელით ვიხოცებით. მაგრამ ასე მხოლოდ ერისკაცი კი არ იქცევა, არამედ მღვდელიც. პირიქით, ვფიქრობ, ახლა აშკარად სრულდება ძველი წყევლა: „მღვდელი და ერი ერთი შეიქნა“ (ოს. 4, 9). ვერ გავამტყუნებ იმ ადამიანს, ვინც რწმენის, უმაღლესი და უპირველესი ჭეშმარიტების დასაცავად იმაღლებს ხმას… მაგრამ დღევანდელი ადამიანები უკიდურესი უგუნურებითა და კადნიერებით სულ უმნიშვნელო და სრულიად უსარგებლო რამეს ამოეფარებიან ხოლმე… აქამდე ძმათაშორისმა დაპირისპირებამ მიგვიყვანა; აქამდე მიგვიყვანეს მათ, ვინც ზომაზე გადამეტებულად „იღწვიან“ მადლიანი და მოკრძალებული ღვთისთვის, რომლებსაც ღმერთი „საჭიროზე მეტად უყვართ“. ნუთუ ქრისტესთვის მოღვაწე არაქრისტესმიერად აამებს ამა სოფელს (ეფეს. 2, 14), როცა ღვთისთვის დაუშვებელი სახით იღვწის?.. გარეგნული ბრძოლა არ მაშინებს… მაგრამ რაც შეეხება ჩემს მომავალ ბრძოლას, არ ვიცი, როგორ მოვიქცე, რომელ შეწევნას, რომელ სიბრძნეს, მადლის რომელ ნიჭს მივმართო“.

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წერილი 71-ე ევდოქსია რიტორისადმი // სიტყვა 3 / ტ. 1, გვ. 53-55

წყარო

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: წერილები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ