” ჩვენსავით ერთმანეთი ჯერ არავის ჰყვარებია “

0

1)  – თავიდან ის მე მეგობრად მიმაჩნდა,მაგრამ ახლა  არ ვიცი. როცა ვხედავ ბედნიერი ვარ.სულ მასზე ვფიქრობ.ძალიან უცნაური გრძნობაა.მისი სახელი სულ თავში მიტრიალებს.მაინტერესებს,სად არის,  რას აკეთებს? მისი ღიმილი გულს მითბობს. როცა მოწყენილია გული მიკვდება. ეს სიყვარულია?

  – სიყვარული კი არა,ის უსაზღვრო სიყვარულია,რასაც საპირისპირო სქესის მიმართ განვიცდით.

2) მე კი დილამდე გიყურებ და არ მომბეზრდება.თვალებიდან დავიწყებ.გეტყობა,რომ გულწრფელი ხარ –  ბავშვივით.ტყუილი ბავშვებსაც არ უყვართ.სუფთა თვალები აქვთ.მერე სახეზე დაგაკვირდები.თუ კანი ვარდისფერია, ადამიანის ნდობა შეიძლება ე.ი სირცხვილის გრძნობა დაკარგული არა აქვს.შენც ასეთი ხარ.თვალები,კანი,ცხვირი,ტუჩები.შემიძლია დილამდე გიყურო.არ მომწყინდება.

3)  –  ზოგი მიდის, ზოგი რჩება. ნუთუ დამნაშავე მართლა ის არის ვინც მიდის?განშორება როდის იწყება?ერთმანეთს როდის ვკარგავთ?დროს ჩვენი სულის ნაწილი მიაქვს.თითქოს რაღაც მთავრდება,ყველაფერი თავისთავად იცვლება.

   – ერთმანეთს აღარ ვეხებით,გულები გაყოფილია.ვინმეს ხომ მაინც უნდა გამოეჩინა თანაგრძნობა.ზოგი მიდის, ზოგი რჩება.იმან მიატოვა ვინც დარჩა და არა იმან ვინც წავიდა.ერთი იმიტომ მიდის, რომ მეორე რჩება.ზოგი მიდის ზოგი რჩება.ნუთუ დამნაშავე ის არის ვინც მიდის?განშორება როდის იწყება.ერთმანეთს როდის ვკარგავთ?

4)  რატომ მოვიდა? რა უნდოდა ?მოსვლას რა აზრი ჰქონდა. რომ ვხედავ დრო ჩერდება. არაფერი მესმის.  ვეღარ ვაზროვნებ.ხმას ვერ ვიღებ,მაგრამ გული ლაპარაკობს,ლაპარაკობს აღარ ჩუმდება.მონატრებისგან ლამის გული გამისკდეს.

5) –  სიყვარული ყველაფერს უძლებს დროის გარდა.ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო,მაგრამ ასე არ არის.დრო ყველაფერს ანადგურებს.დროს შეუძლია სიყვარული მოგონებად აქციოს- სევდიან მოგონებად.

  -სინიორინა სიყვარული ყველაფერს გაუძლებს.ჩვენსავით ერთმანეთი ჯერ არავის ჰყვარებია.დამიჯერე.

6)   – სინიორინა, თურმე უსამართლობას ვერ ეგუები.

     – რატომ გიკვირს. უსამართლობას როგორ უნდა შევეგუოთ. მე და შენ ასეთები ვართ,როცა ვინმეს ჩაგრავენ  ვერ გავჩუმდებით.

   – არც უნდა გავჩუმდეთ საყვარელო.ჩვენ ძლიერები ვართ.სუსტების დაჩაგვრის უფლება არ უნდა მივცეთ.სამწუხაროდ ყველა ჩვენნაირი არ არის, თორემ  ამდენს ვერ გაბედავდნენ.ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ.

    – თუ ასეა, მოემზადე კომისარო.ბრძოლა არ დასრულებულა.

   – ძალიან კარგი სინიორინა.შენთან ერთად ყველაფრისთვის მზად ვარ.

ფილმიდან “შავი ფული და სიყვარული”

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply