ჩემი წარმატება – ეს საქართველოს წარმატებაა !!!

0

 მე ზუსტად ვიცი, რა მინდა.. დრო მოვა გავშლი ხელებს და მთელი საქართველო შემეგებება..როგორი თამამი განცხადებაა, არა? ქალბატონებო და ბატონებო, ეს პირველ რიგში საკუთარი თავის გამოწვევაა და შემდეგ დანარჩენი ყველასი.. შეიძლება თქვენ არ გჯერათ ამ სტატუსის აღსრულებისა, მაგრამ მთავარია, რომ მე მწამს ჩემი შესაძლებლობების.. რამდენიმე წელი მოვანდომე საკუთარი ფსიქოლოგიის გარდაქმნას; დავტესტე და საკუთარ თავზე გამოვცადე ათასობით სიტუაცია, ასობით პიროვნებასთან ურთიერთობა, რათა დამელია ყველა ენერგიის მომცემი ელექსირი და შემეგრძნო ცხოვრების ,,მუღამი“; მოვსულიყავი ამ დღემდე, დამეწერა ეს სტატუსი და აქ დაწერილი არც ერთი წინადადება არ ჩამეთვალა უკუდო ამპარტავნობად ან ჩემი შესაძლებლობების გადამეტებად.. ჩამოვშორდი ყველას და ყველაფერს, რაც კი ჩემი მიზნის განხორციელებაში ხელს შემიშლიდა.. წარსულს გავატანე იმ ჩვევების 90%, რომლებიც ჩემს შეზღუდულ დროს ფუჭად იწოვდა..

მივიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო – აქ ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს და შენც საკუთარ თავზე უნდა იზრუნო, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ ზრუნვით ათასობით ადამიანს მოუტან სიკეთეს.. ეს არის მიღწევების დედააზრი.. სხვა შემთხვევაში წმინდა წყლის ეგოიზმია და ეგოისტების სიმცირეს კი ნამდვილად არ განიცდის ჩვენი სამყარო..

არ ვაპირებ ვიყო ჩვეულებრივი მოკვდავი.. დამანახეთ მუღამი ჩვეულებრიობისა და მე დაგანახებთ, რომ თქვენ ეს უკანასკნელი უბრალოებაში გერევათ.. უბრალოება ეს ის იარაღია, რომელიც ყველა ადამიანის გულს მოგაგებინებთ..მაშინ, დაე ვიყოთ უბრალონი, მაგრამ ამბიციურობის გრძნობა და თვითრწმენა არ დავკარგოთ..

არ არსებობს უნიჭო ადამიანი! არსებობს მხოლოდ უნებისყოფო პიროვნება და ნებისყოფის პროგრესსაც კი მონდომება სჭირდება.. ღმერთმა ყველას მოგვცა ნიჭები.. მოინდომეთ, განავითარეთ თქვენი ნებისყოფა, თითოეული თქვენი ნიჭი და ცხოვრება მოსაწყენი აღარ იქნება! თქვენ სიკეთეს მოუტანთ სამყაროს, სამყარო კი გაღიარებთ თქვენ! ამაზე მეტი სიამოვნება? აბა დამანახეთ!

ალბათ მიხვდებით, რომ ,,მე არ მსურს ვიყო ვინმესთან მართალი“, ჩემი მიზანია გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი და ვიყო წარმატებული ჩემი თავისთვის, ოჯახისთვის და საქართველოსთვის!

დაე, ყველა ქართველი ამ მანტრით იკვებოს:  ჩემი წარმატება, ეს საქართველოს წარმატებაა !!!

გ. ეპიტაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply