ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო

0

15 ივნისი იყო, ორ დღეში 30-ის ვხდებოდი. შეშინებული ვიყავი, ახალ ათწლეულში უნდა შემებიჯებინა და მეგონა, რომ ცხოვრების საუკეთესო წელი უკვე უკან მქონდა მოტოვებული.

დღიურ რუტინად მქონდა ქცეული სამსახურში წასვლამდე სპორტდარბაზში შევლა და ვარჯიში. ყოველ დილით იქ ჩემს მეგობარს, ნიკოლასს ვხედავდი. ის 79 წლის იყო შემაძრწუნებლად გამოიყურებოდა. როდესაც მივესალმე მას ამ ერთ ჩვეულებრივ დღეს, შემამჩნია რომ არ ვიყავი ისეთი ხალისიანი, როგორიც ვარ ხოლმე და მკითხა რამე ხომ არ მოხდაო. ვუთხარი ასაკზე ვნერვიულობ, 30-ის ვხდები მეთქი. მაინტერესებდა, როგორ დავინახავდი საკუთარ ცხოვრებას როცა ნიკოლასის ასაკის ვიქნებოდი, ამიტომაც ვკითზე: „როდის იყო შენი ცხოვრების საუკეთესო დრო?“

ყოყმანის გარეშე, მან მიპასუხა: „კარგი, ჯო, ეს ჩემი ფილოსოფიური პასუხია მაგ შენს ფილოსოფიურ კითხვაზე:

„როდესაც ბავშვი ვიყავი და ავსტრიაში ვცხოვრობდი, ყველანაირაად ზრუნავდნენ ჩემზე და მშობლები მზრდიდნენ, ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო.
როდესაც სკოლაში მივედი და ვისწავლე ის, რაც ვიცი დღეს, ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო.

როდესაც პირველი სამსახური დავიწყე და პასუხისმგებლობა დამეკისრა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროა.

როდესაც ჩემს ცოლს შევხვდი და შემიყვარდა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო.

მეორე მსოფილიო ომი დაიწყო, და მე და ჩემს ცოლს ავსტრიიდან გაქცეvა მოგვიწია რომ გადავრჩენილიყავით. როდესაც გემზე ერთად და უსაფრთხოდ ვიყავით ჩრდილოეთ ამერიკის საზღვართან, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო.

როდესაც კანადაში ჩავედით და ოჯახი შევქმენით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო.

როდესაც ახალგაზრდა მამა ვიყავი და ვხედავდი, როგორ იზრდებოდნენ ჩემმი შვილები, ჩემი ცხოვრების საუკეთესო დრო იყო.

და ახლა, ჯო, 79 წლის ვარ. ჯანმრთელი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და ჩემს ცოლზე ისევ ისეთი შეყვარებული ვარ, როგორც მაშინ, პირველად რომ შევხვდი. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროა.“

ავტორი.: ჯო კემპი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply