ჩემი “უცნობი მეგზური”

0

08:25 საათია, ორშაბათი. მაღვიძარა რეკავს პატი გაიღვიძე! საკუთარ თავს მოვუწოდებ ასადგომად, მაგრამ ტვინს კიდევ 5 წუთი უნდა ძილი და მერე ადგება..

ვინ არის პატი? მე და დიდი კომპოზიტორი ლუდვიგ ვან მეთჰოვენი ერთ ქალაქში დავიბადეთ. გერმანიის ქალაქი ბონი ჩვენი მშობლიურ ქალაქია. მაისის 15 იყო, ჩიტები ჭიკიჭიკებდნენ და ცხოვრება დუღდა. 31 ჯერ გავიდა უკვე მაისის 15 რიცხვი.

მაქვს საყვარელი საქმე , მიყვარს მოგზაურობა , ფეხით სასიარულო კილომეტრები, ადგილები რომლებსაც გავუოცებივარ,სადაც გრძნობ რომ სხვა სამყაროში ხარ, უფრო მშვიდ, უბოროტო და არასასტიკში. მერე ეგ ემოცია შეიძლება რამდენიმე თვეც კი გაგყვეს. აი რა არის მოგზაურობის ხიბლი, ემოცია რომელიც უსაზღვროა და არ გავს წინა ემოციას. რათქმაუნდა ყველა მოგზაურობა დაუვიწყარი ვერ იქნება, რაც უკეთესიცაა. რადგან ასე მოსაწყენი გახდებოდა. მეხსიერებაში მოულოდნელი გაოცება და აღფრთოვანება გვრჩება . წინ კიდევ უამრავი საოცარი ადგილის პირველად ნახვის ბედნიერებაა.

საყვარელი მუსიკა ბოლო ხმაზე..

კარებში გასაღების გადატრიალების ხმა და ჩემი პატარა ოქროსფერი პუდელი შემომყურებს თავისი კეთლი , კუპრივით შავი თვალებით. გაბი ჩემი ცელქი, მხიარული გოგოა, სხვათაშორის პუდელი ინტელექტით ძაღლებში მეორე ადგილზეა!ჭკვიანია გოგოა გაბი.

პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი მაქვს. წიგნებით აშენებული ჩინეთის დიდი კედლით. აივნით, რომელიც ნელ-ნელა ივსება ქოთნის მცენარეებით. რათქმაუნდა ლურჯკედლებიანი საძინებლით, ლურჯი ხომ ჩემი საყვარელი ფერია.

ჩემი თავის აღწერას არ დავიწყებ, მოდი ისეთი ვიქნები, როგორსაც შენ წარმომიდგენ მკითხველო 🙂
აა ხო დასაოჯახებელი, “გასათხოვარი”ვარ კინაღამ გამომრჩა .

რა უაზრო და უშინაარსო სიტყვაა გა-სა-თხო-ვა-რი… ნეტა ვინ მოიგონა? თითქოს სათამაშო იყო და ვიღაცას უნდა მიებარო, მზრუნველი პატრონი უნდა მოიძიო 😀

თუარადა დიდხანს მოგიწევს ნაცნობების, ახლობლების და კეთილისმსურველების ფრაზების მოსმენა :

“დროა შვილო, ასაკი კი გაქვს, რას ელოდები?!”

“წუნია ხოარ ხარ,ა?!”

“ერთ კარგ ბიჭს ვიცნობ, უნდა გაგაცნო! ;)”

“როგორ ხარ, არ თხოვდები?”

და კიდევ მრავლად და მრავლად…

ასეთ დროს რა თქმა უნდა დიდი მოწიწებით და პატივისცემით უნდა გაუღიმო და ეცადო მალე დაეხსნა კეთლისმსურველს.

სამსახურისკენ მიმეჩქარება! .. მივემართები ტრანსპორტისკენ და თან ვიმედოვნებ ჩემი “უცნობი მეგზური” დამემგზავრება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეხვდები უამრავ განსხვავებულ ადამიანს.. მათ გამომეტყველებას და ემოციებს, რომლებიც სახეზე აწერიათ.. მოწყენილები არიან თუ პირიქით ბედნიერები. მაკიაჟით თუ მის გარეშე. იქნებ გამოუძინებლები , თუ დიდხანს დააკვირდები სახელებსაც კი დაარქმევ 😀 ამ გოგოს მარი ერქმევა , მარიამი 🙂  ეს ბიჭი ლუკას გავს! ლუკა უნდა ერქვას?!..

მინდა ჩემი “უცნობი თანამგზავრი “გაგაცნო! როგორია და.. საშუალო სიმაღლის ,მოკლედ შეჭრილი შავი თმით, მეტყველი შავი თვალებით, ცოტათი მოზრდილი წვერით რომელიც ძალიან უხდება, ჭკვიანური გამოხედვით. ყოველთვის სერიოზული სახით და ჩაცმულობით, ალბათ სადმე სამინისტროში თუ მუშაობს ან საზოგადოებრივ დაწესებულებაში.

ადამიანი რომელიც ერთ ჩვეულებრივ დღეს ტრანსპორტში დამემგზავრა. ვითომც განსაკუთრებული არაფერი, უამრავი ადამიანი დადის ტრანსპორტით ..ამოვიდა და დინჯად მოძებნა თავისუფალი ადგილი, მე არც შევუმჩნევივარ. ასე რამდენიმე დღე, ჩემთვის უკვე ნაცნობი სახე ამოდიოდა და ჩადიოდა. . თუმცა ერთხელაც , როცა ჩემს წინ იჯდა შემოტრიალდა და დამინახა. ახლა ვფიქრობ რატომ, იმედია ჩემმა მზერამ არ შეაწუხა >_<

მაგ ერთი დღიდან ბევრი კვირა და თვეც გავიდა..

“ყველაზე საშინელი, დრო გახლავთ, დრო, წუთიერი ჟამი,რომელსაც ჩვენ განვიცდით და რომელსაც ვერ ვეუფლებით”. (ჩემი საყვარელი მწერალი ერიხ მარია რემარკი გამახსენდა )

ჩვენ კვლავ ერთად ვმგზავრობთ და ასე უსიტყვოდ მივემართებით ჩვენ ჩვენს გზაზე..

მე დღესაც აქ ამ ფანჯარასთან ვზივარ! ის ყოველთვის ჩემზე ადრე ჩადის,რაც არ მომწონს -_- მგონი არც მას მოსწონს. როცა ვხედავ როგორ რჩება ფეხები უკან 😀 . ასეთი უსიტყვო ნაცნობობა გვაქვს მე და ჩემს “ტრანსპორტის მეგზურს” . არის ამაში რაღაც განსაკუთრებული . მგზავრობისას სულ მასზე მეფიქრება..ვფიქრობ ადამიანზე რომელზეც საერთოდ არაფერი ვიცი, არაფერი.. ხან სერიოზული სახით აჩერებს ტრანსპორტს, ხანაც გაკვირვებული , თითქოს ამბობს “შენ აქ ხარ დღესაც!” .. ხან ვერ ვემთხვევით დროში და ის არ ჩანს! ალბათ უკვე წავიდა.. ან ჯერ ადრეა, ადრე რატო გამოვედი სახლიდან ?!

ისეც ხო ხდება უყურებ უცხო ადამიანს და შეგრძნება გაქვს, თითქოს წლებია იცნობ. ამას რა ქვია მკითხველო ? წინა ცხოვრებაში გიცნობდიო ალბათ უნდა გაიხუმრო :/ . სწორედ ასე მე მას ვიცნობ! უბრალოდ სახელი არ ვიცი..

საბოლოოდ კი ეს უცნობი ადამიანი დიდ ადგილს იკავებს უკვე ჩემს თავში და ჩემს ფიქრებში.
გამარჯობა! მე პატი ვარ! ჰეი ! მაგრამ… დიდი მაგრამ მაბრკოლებს.რომ სულელად არ ვიგრძნო თავი! უმრავლესობის პრობლემაც ეგაა, არავის უნდა სულელის როლში ყოფნა, სამაგიეროდ ეჭვებში და ფიქრებში ყოფნას ვამჯობინებთ. იქნებ სულაც არ სჭირდება შენი გამარჯობა, იქნებ ყავს უკვე ადამიანი ვინც უკვე უთხრა ჰეი!

ან შეიძლება არც ყავს. მაგრამ ისიც შენსავით ფიქრობს.. მაინც ოპტიმისტობისკენ ვიხრები.. 😉
” დარდი შემომაწვა. რას ჰგავდა ჩემი ცხოვრება. რაღაც მეტი მინდოდა, მოელვარე, მოციმციმე, რამე ეგეთი ოხრობა.” – ( ჩარლს ბუკოვსის შემოქმედებიდან)

ერთი კვირა გავიდა და აღარ ჩანს.

“ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია.” (კვლავ ერიხის ფრაზა მოუხდა ჩვენს ამბავს)
რომ შემხვდება გავუღიმებ და ვეტყვი:

“სად დაიკარგე!! ”    ბევრი ძახილის ნიშნით.

ვეტყვი მკითხველო?

08:30. გაიღვიძე!

ნინო ბერიძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply