"ჩემი მარცხენა ფეხი" – კრისტი ბრაუნის ისტორია

0
“ჩემი მარცხენა ფეხი” ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მხატვრული ფილმია, მხატვარი კრისტი ბრაუნის შესახებ.
კრისტი ბრაუნი, დუბლინში, ირლანდიულ მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა, 1932 წელს. კრისტის დაბადებიდან სერიოზული ნევროლოგიური დარღვევა აღმოაჩნდა –  მძიმე ცერებრალური დამბლა,რომელმაც იგი ნორმალურ ცხოვრებას მოწყვიტა. მიუხედავად ექიმების რჩევისა, კრისტის მშობლებმა მკაცრად გადაწყვიტეს აღეზარდათ თავიანთი შვილი და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მათ თავგამოდებას ტყუილად არ ჩაუვლია.
კრისტი ბრაუნის სიყმაწვილის დროს, მათ სახლში სოციალურმა მუშაკმა კაროლინა დილაჰანთმა დაიწყო სიარული, მას კრისტისთვის წიგნები და სახატავი მასალები მოჰქონდა,რადგანაც იცოდა რომ კრისტი გარკვეულ ინტერესს ამჟღავნებდა ხელოვნებისა და ლიტერატურის მიმართ. კრისტი ბრაუნმა შეძლო და ისწავლა წერა და ხატვა თავისი ერთადერთი მოქმედი კიდურის – “მარცხენა ფეხის” საშუალებით.
კრისტი ბრაუნის ფენომენი მისი ბიოგრაფიული წიგნის “მარცხენა ფეხი” გამოსვლის შემდეგ გახდა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.
ფილმი იდეალური მოტივატორი და მესიჯია მათთვის, ვისაც ჯანსაღი ხელ–ფეხისა და ძალის მიუხედავად საკუთარ შესაძლებლობებში ისევ ეჭვი ეპარება.
 4motivi.com
უყურეთ ფილმს

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი