ჩარლზ შულცის ფსიქოლოგიური ტესტი

0

წარმოგიდგენთ კომიქსების ცნობილი ავტორის, ჩარლზ შულცის ფილოსიფიას. კითხვების სახით მოცემული წერილი სულაც არ გავალდებულებთ პასუხების საგულდაგულოდ მომზადებას. უბრალოდ წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხზე მიიღებთ პასუხს.

  1. დაასახელეთ მსოფლიოს 5 უმდიდრესი ადამიანი.
  2. დაასახელეთ ბოლო 5 Heisman trophy ჯილდოს მფლობელი.
  3. მისს ამერიკის ბოლო 5 გამარჯვებული.
  4. დაასახელეთ 10 ადამიანი, რომელსაც პულიცერის ან ნობელის პრიზი აქვს აღებული.
  5. დაასახელეთ ბოლო 6 წლის განმავლობაში ოსკარის ჯილდოს მფლობელი მსახიობები.
  6. დააახელეთ ბოლო ათწლეული TheWorld Series გამარჯვებულები.

 როგორ გაართვით ამ საქმეს თავი? გაგიჭირდათ?

საქმე ისაა, რომ არცერთ ჩვენგანს არ ახსოვს ისინი, მიუხედავად იმისა, რომ თავის სფეროში საუკეთესო იყვნენ. შთაბეჭდილებები ჯილდოებთან ერთად უფერულდება. მიღწევები ამ ადამიანებთან ერთად მიეცემა დავიწყებას.

ესეც მორიგი დავალება. ნახეთ როგორ გაუმკლავდებით:

  • დაასახელეთ რამდენიმე მასწავლებელი, რომელიც სკოლის პერიოდში. ყოველთვის თქვენ გვერდით იყო
  • დაასახელეთ 3 მეგობარი, რომლებიც რთულ სიტუაცებში თქვენ გვერდით იდგნენ.
  • დაასახელეთ 5 ადამიანი, რომელთაც ქვენთვის რაღაც ღირებული უსწავლებიათ.
  • გაიხსენეთ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი თავის დაფასება გასწავლათ.
  • დაასახელეთ 5 ადამიანი, რომლებთან ყოფნაც გსიამოვნებთ.

 უფრო მარტივია?!

ადამიანები, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში რაღაცეებს ცვლიან, არც მნიშვნელოვანი პიროვნებები, არც  ძლევამოსილები ან სხვადასხვა პრიზების მფლობელები არიან. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ.

 ,,ნუ იღელვებთ სამყაროს აღსასრულზე დღეს.  ავსტრალიაში უკვე ხვალ არის.’’ – ჩარლზ შულცი.

 მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა; წყარო: Positive Website

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply