ჩანაწერები მოგზაურის დღიურიდან…

0

   გუშინ დაბინდებისას ჩამოვედი ბორჯომში.ულამაზეს ადგილას მოვხვდი.სხვა დროს,მართლაც არსად მინახავს ასეთი მაღალი ხეები.გავიფიქრე,რომ სამყაროში ხეები სილამაზით ერთმანეთს გვანან და ერთნაირები არიან მეთქი,მაგრამ როგორც ადამიანებს ხეებსაც განსხვავებული ისტორიები აქვთ.ხეებსაც აქვთ თავიანთი ამბები.მართალია ერთ ადგილას დგანან, და მოგზაურობა არ შეუძლიათ,მაგრამ გულით ყველაფერს ხედავენ.ახლა უკვე საკუთარი თვალით ვნახე უამაზესი ტყე- წიწვებით და ნაძვებით სავსე.ვუყურებდი ხეებში გაჩრილ მთვარეს და ვარსკვლავებს და ვფიქრობდი,რომ სამყარომ მომცა შანსი ვყოფილიყავი ნამდვილი მოგზაური და ჩემს პატარა ბლოკნოტში ჩამეწერა ჩანაწერები.

სახლი,რომელიც ღამის გასათევად ვიქირავე,ძალიან მოკრძალებულია,ამიტომ ვფიქრობ მთავარი ის კი არ არის სად ცხოვრობ და როგორი კედლები აქვს შენს სახლს,მთავარია ბედნიერი იღვიძებ თუ არა.ბედნიერი ადამიანი თავად ალამაზებს და ავსებს სახლს მზის სხივებით.

***
დილით მარტო წავედი ტყეში.გულის სიღრმეში შიშმა შემიპყრო,ამიტომ მივხვდი,თუ შიშით ცხოვრობ,ვერ შეძლებ ცხოვრების სილამაზე იგრძნო.გარშემო ხეები,ცამდე აზიდული ნაძვები და დილის ნიავი,მართლაც პოზიტივით ავსებენ ადამიანებს.მოულოდნელად ხეს ტოტი მოტყდა და ძირს დაეცა.ყველაფერი დროებითია,თუმცა ტყეში უამრავი პაწაწინა ნაძვი ხარობს.ეს კი იმის ნიშანია,რომ მიუხედავად იმისა,რომ დროებითია ყველაფერი,სამყარო მაინც ახერხებს მარადიული იყოს.

ხეებზე კოდალებს და ციყვებს პატარა სახლები უდგათ და თავიანთ პატარა სახლუკებში ბედნიერად ცხოვრობენ.მე ასე მგონია ყოველშემთხვევაში.

      საღამოს კოცონი დავანთე ხმელი ფიჩხებისა და გირჩებისგან ტყეში.წამოსვლისას კი შევნიშნე,როგორ გაემზადნენ დევის პაწაწინა შვილები დასაძინებლად.თუმცა დათვებს არსად გადავყრილვარ.დათვები ძალიან საშიშები არიან,რადგან ისინი დღემდე არსებობენ.

* მოგზაურობისას მივხვდი – უცხო ქალაქში,როდესაც სამოგზაუროდ ჩადიხარ,აუცილებლად უნდა გყავდეს ერთი გულით საყვარელი ადამიანი,რომელსაც მოინახულებ და დალევ მასთან ერთად ფინჯან ყავას.რომელსაც მოუყვები,რომ აღფრთოვანებული ხარ მისი ქვეყნით და ბუნებით.

*მოგზაურობისას მივხვდი – რომ სამყაროში ადამიანები ოცნებობენ ჰქონდეთ საყვარელი საქმე.ეს არის მათი სულის მთავარი მოთხოვნილება.თუმცა ზოგი ახერხებს ჰქონდეს საყვარელი საქმე,ზოგი კი იტანჯება,რომ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს.

მოგზაურობისას მივხვდი – თუ გინდა ბედნიერი იყო,უნდა იცოდე რომ სამყაროში,თუნდაც ერთ ადამიანს აქვს –  შენი იმედი.

***

   ბლოკნოტით და წიგნებით დავდივარ ტყეში.თითქოს წერაზე მეტად კითხვა შემაყვარა ტყემ.სათქმელზე მეტად წასაკითხი დამიგროვდა.

გრილა ტყეში.მხარზე თბილი პლედი მაქვს მოხურული.გადაჭრილ მორზე ვზივარ და ვწერ.გოგონა ტყეში- ფრინველებთან და ხეებთან ერთად.ხეზე კოდალა უკაკუნებს ნისკარტს ფუღუროს და მე მისი ხმაური მიხარია,რადგან ქალაქი მახსენდება რატომღაც.წიწვების და ნაძვებით გამოყოფილ ჟანგბადს ვსუნთქავ და ბედნიერი ვარ.ახლა მხატვარი ვარ- სამყაროს სილამაზეს ვიმახსოვრებ.

ჩემს ბინაში,სადაც სახლი ვიქირავე მდგმურები ცხოვრობენ.რამდენიმე მათგანს ჩემი სტატიები წაუკითხავთ და უთქვამთ -“კარგი სტატიებია,მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდით თუ დადუნასნაირი უბრალო ადამიანი ასე ლამაზად წერდაო”.

ზოგჯერ ადამიანები არ საუბრობენ,მაგრამ გულში მთელი სამყარო აქვთ- გულის სამყარო კი ძალიან ძვირფასი განძია.

 რამდენჯერ მინატრია საკუთარი თვალით მენახა ტყე და მეყურებინა ტყიდან ვარსკვლავებისთვის.უკვე დაბინდდა.ყვითელი მთვარე დაგორავს ცაზე და ჩემი გული იმახსოვრებს სამყაროს ულამაზეს პეიზაჟებს.ეს ჯადოსნური წუთები კიდევ ერთხელ  მარწმუნებს,რომ ცხოვრება მშვენიერია,ამიტომ გიზიარებთ ჯადოსნურ პოზიტივს ბორჯომის ულამაზესი ტყეებიდან და პოზიტიურ განწყობას გისურვებთ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply