შურის ფაქტორი, ანუ ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ ჩვენშია

0

პრობლემების მოუგვარებლობის ყველაზე ძირითადი მიზეზი ის არის, რომ ადამიანები ჩვენი პრობლემების, ან შეცდომების მიზეზებს სხვებში ვეძებთ. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წარუმატებლობის მიზეზად ჩავთვალოთ ყველა და ყველაფერი: დაბადების თარიღი, ჰოროსკოპი, ქვეყანა, მეზობელი, შავი, თეთრი, ან ჭრელი კატა, ნათესავი, ნათესავის ბიძაშვილის ნათლიის მეზობელი, ან სულაც რომელიმე ქალაქის ერთ-ერთი უბნის მცხოვრები, რომელსაც არც კი ვიცნობთ… მოკლედ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ან რატომ არის ჩვენს წინაშე ”დამნაშaვე”, მთავარია, საკუთარი თავი დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ყველა და ყველაფერია გარდა ჩვენი საკუთარი თავისა.

ასეთი მიდგომა, ბუნებრივია, არათუ აგვარებს, კიდევ უფრო ართულებს პრობლემას. ჯიუტი ადამიანი შეცდომას ორჯერ უშვებს. ერთხელ, როდესაც შეცდომა მოსდის და მეორედ – როდესაც მას არ აღიარებს. ნებისმიერი წარუმატებლობის დროს უნდა დავიწყოთ პრობლემის საწყისის ძიება და შემდეგ, მისი გამოსწორების გზის დასახვა. ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, მაგრამ ეს მიზეზები მხოლოდ ჩვენშია.

რაც ყველაზე ცუდია, ასეთი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ადამიანებში შურს აღვიძებს. ბევრს ჰგონია, რომ თავისი უბედურების მიზეზი სხვისი ბედნიერებაა. ისინი სხვისი დამდაბლებით საკუთარი თავის წარმოჩენას ცდილობენ, რადგან თვლიან რომ მათზე „უარესების“ სიმრავლე მათი წარუმატებლობას შეუმჩნეველს გახდის. ისინი ცდილობენ ყველა დააარწმუნონ „ძაღლების“ არარსებობაში, რომ შემდგომ მათმა „კატისებრმა“ შესაძლებლობმა „ყეფის“ ფუნქცია შეიძინონ.

შური სულხან – საბას მიხედვით განმარტებულია როგორც, წუხილი სხვისა სიკეთესა ზედა.

შურიანების კატეგორია იყოფა ორ ნაწილად: 1) ადამიანები, რომელთაც შურთ ყველასი, მიუხედავად იმისა, იცნობენ თუ არა 2) ადამიანები, რომელთაც მხოლოდ მათი შურთ, ვისაც იცნობენ და მთელი სამყაროც რომ ბედნიერი იყოს, მთავარია მის ირგვლივ იყვნენ მასზე უბედურები.

წარამტების მიღწევა შეუძლებელია სანამ არ გავიაზრებთ, რომ:

• არავინ არის დამნაშავე ჩვენს წარუმატებლობაში გარდა ჩვენივე თავისა;

• სხვისი წარმატებით ჩვენ არაფერი დაგვაკლდება:

• წარმატებისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელია პოზიტიური განწყობა.

იყოთ პოზიტიურები და გახსოვდეთ, წარმატების მიღწევა და ბედნიერება ყველასთვის შესაძლებელია. თუ გსურთ გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება, ნუ დაიწყებთ სხვების განსჯას. შეცვალეთ საკუთარი მიდგომები და შეიცვლება შედეგი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ბიზნეს ტრენერი

Leave A Reply