შთამაგონებელი ისტორიები: ნაკვალევი

0

ერთხელ ერთ კაცს ესიზმრა, რომ პლაჟზე ღმერთის გვერდით მისეირნობდა. ცაზე მისი ცხოვრების ეპიზოდები გაიელვებდა ხოლმე. ყველა ეპიზოდში კაცი ამჩნევდა ნაკვალევთა ორ რიგს, რომელთაგანაც ერთი თავისი იყო და მეორე ღმერთის.

როდესაც უკანასკნელმა ეპიზოდმა გაიელვა, კაცმა შეამჩნია, რომ ქვიშაზე ნაკვალევთა მხოლოდ ერთი წყება მოჩანდა. კაცი ასევე მიხვდა, რომ ეს ეპიზოდი მისი ცხოვრების ყველაზე რთული და სევდიანი პერიოდიდან იყო.

კაცი გაბრაზდა და ღმერთს ჰკითხა:

ღმერთო, თქვენ მითხარით, რომ თუ თქვენს კვალს გამოვყვებოდი,არასოდეს მიმატოვებდით და მთელი გზის მანძილზე მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდით. მაგრამ ახლა შევამჩნიე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდში გზაზე მხოლოდ ჩემი ნაკვალევია. ვერ ვხვდები რატომ მიმატოვეთ…

ჩემო ძვირფასო შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და არც არასოდეს მიმიტოვებიხარ। შენი ცხოვრების ყველაზე რთულ და მწუხარე პერიოდში, როდესაც გზაზე მხოლოდ ერთ ნაკვალევს ხედავ , მე შენ ხელში აყვანილს გატარებდი…

თარგმანი: 4motivi.com; წყარო: gabrielwilson.hubpages.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply