შეხვედრა შინაგან მტრებთან

2

შიში – ეს ერთერთი ყველაზე დიდი მტერია, რომელიც ჩვენშია დამალული. თუმცა მის გარდა კიდევ არსებობს ხუთიშინაგანი  მტერი, რომელთაც ცხოვრებაში ვეჯახებით და დღეს მინდა მათზე გესაუბროთ:

პირველი მტერი, რომელიც მანამ უნდა გააანადგუროთ, სანამ თვითონ არ გაგანადგურებთ, არის გულგრილობა. რა საბედისწერო ავადმყოფობაა! „არა უშავს, დაე, ასე იყო.“ მაგრამ არის ერთი პრობლემა: მასთან ერთად, ვერ შეძლებთ მთის მწვერვალისკენ მოძრაობას.

მეორე მტერი, რომელსაც ვაწყდებით, ესაა მერყეობა. გადაუწყვეტელობა. ეს არის ქურდი, რომელიც უკეთესობისკენ მიმალ გზაზე ყველა შესაძლებლობას მოგპარავთ.

მესამე მტერი, ეს არის ეჭვიანობა. რა თქმა უნდა, უნდა დაგვრჩეს ადგილი ჯანმრთელი სკეპტიციზმისთვის. არ შეიძლება ყველაფრის გჯეროდეთ. მაგრამ ეჭვიანობასა და უნდობლობას არ უნდა მისცეთ უფლება, თქვენზე იბატონოს. ბევრი ადამიანი ეჭვიანობს აწმყოზე, წარსულზე, მომავალზე, ერთმანეთზე. ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. ყველაზე საშინელება მართლაც ისაა, როცა ადამიანს საკუთარ თავში ეპარება ეჭვი. ეჭვიანობა და უნდობლობა გაანადგურებს თქვენს ცხოვრებასა და წარმატების შესაძლებლობებს.

მეოთხე შინაგანი მტერი მოუსვენრობაა. ყოველი ჩვენგანი ღელავს, მაგრამ არ მისცეთ ამ მტერს უფლება თქვენი ყოველდღიური ცხოვრების დაუძლეველი ნაწილი გახდეს და შეგიპყროთ.

მეხუთე შინაგანი მტერი – ეს გადამეტებული სიფრთხილეა. ეს არის ცხოვრებისადმი ზედმეტად ფრთხილი მიდგომა. სიფრთხილე ღირსება კი არაა, არამედ ავადმყოფობაა. თუ ნებას მისცემთ თქვენზე გაიმარჯვოს, იგი გაიმარჯვებს. ზედმეტად ფრთხილი ადამიანები წინ ვერ მიდიან. ისინი არ იძვრიან, არ იზრდებიან და არ ძლიერდებიან. ზედმეტ სიფრთხილეს უნდა გაურბოდეთ.

ებრძოლეთ ამ მტრებს, რადგან ისინი თქვენი მიზნებისა და ოცნებების მიღწევაში ხელს გიშლიან!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion2 კომენტარი

  1. kvela dge aris pirveli da bolo! arasdros ar aris gvian! ubralo emotsiebi tu ver davioket?! mashin ristvis vibrdzvit am tskhovrebashi?! MEDITATSIA aris tsamali misi! khshirad gatishet tvini, da rotsa tskhadshi davbrundebit sulis sigrmidan akhali shemartebit shevudget akhali mtsvervalebis dasadzlevad! amitom aris sachiro varjishi kontsentratsiis = kuradgebis, romelits maqsimalurad gaamakhvikebs chvens kuradgebas ert obieqtze, saganze, moqmedebaze, romelits gadaizrdeba MEDITATSIAshi! es ukanaskneli aris gza gulis sigrmeshi sulis chrilisken, saidanats ikhsneba gza usasrulo gonierebisa da rtsmenisaken! MEDITASIA aris gza Gmertisaken, anu mizani sakutari zrdisa da zeadamianibis aris mkholod chvenshi, rasats unda mondomeba da regularuli praktika: KONTSENTRATSIA = gonis varjishi / MEDITATSIA = sulis varjishi / FIZIKURI-VAJISHI = skheulis varjishi /// es kvela samive ertad udris = SAMEBAS-samkutkheds-pirmidas, romelits chven gagvamrtelebs! amitom aris mkholod dges da arasdros gvian, tu gagvachnia darchenili rtsmena, mashin dgesve davitskot praktika = varjishi, radgan khval arasdros dgeba! aseve moveridot khortsis chamas maqsimalurad, da male uaris tqma masze, ris shemdeg akhali horizontebi gaikhsneba chvens tsinashe! vegeterianelebi, janmrteli tskhovrebis tsesebit tskhovroben 50-tslit mets vidre ubralo skhvani! da tu damatebit JOGAS mivsdevt, ufro mets vitsotskhlebt! da aseve martlats arseboben dedamitsaze zeadamianebi, vints ukve didi khania ukvdavia, risi dajerebats ubralo momakvdavt absurdad miachniat -:)! aris mkholod dges da VITSKEB AKHLA!!! vusurvot sakutar tavs, skhvebs da ertmanets DIDI TSARMATEBA XXX

    * Gmertis sulis da gonis natsilaki aris kvela suliershi, chven adamianebi Misi Tvalebit vutsqert am usazgvrod umshvenieres SAMKAROS = tavad GMERTS, anu mis QMNILEBAS! es bolo tu gvemakhsovreba koveltvis, mashin borotebats agmoifkhvreba katsobriobis gonidan!

  2. შიში და სიყვარული ეს ორია, ძირითადი.
    დანარჩენი მხოლოდ მათიდან და ინდივიდის ფსიქიკიდან გამომდინარეააა

Leave A Reply