შეწვიტეთ მიზეზების ძებნა – ახლავე გააკეთეთ!

0

მეტ სკოტი ამერიკელი კალათბურთელია. მიუხედავად არჩეული საქმისა, მას ბავშვობიდან თანდაყოლილი ტრამვის გამო, ინვალიდის სავარძელში უწევს ცხოვრების გატარება.

შეზღუდულ უნარებს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებისთვის მიეღწია ცხოვრებაში. 14 წლის ასაკში მან კალათბურთის თამაში დაიწყო, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებთან ერთად. 18 წლის ასაკში სკოტი უკვე , შეზღუდულ შესაძლებლობების კალათბურთელთა ლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. როდესაც უნივერსიტეტში სწავლობდა, მან თავის გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონატი, 21 წლის ასაკში კი ოქროს მედალიც მოიპოვა ამერიკის ნაკრებთან ერთად, ბრაზილიაში გამართულ შეზღუდული შესაძლებლობების ათლეტთა ოლიმპიადაში.

Nike-ის მიერ შექმნილ რეკლამაში, ტედ სკოტი ასახელებს უამრავ ყოველდღიურ მიზეზს, რომელიც ადამიანებს საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად მოჰყავთ.
“შეეკითხეთ ადამიანებს, რატომ ვერ მიაღწიეს კონკრეტულ შედეგს და ისინი გიპასუხებენ: “დაკავებული ვიყავი” ან “უამრავი წინააღმდეგობა შემხვდა”, “რაღაცები შეიცვალა ბოლო თვეებში.” მათ შეუძლიათ დაგისახელონ ურიცხვი მიზეზი და გასამართლებელი საბუთი.
შედეგი მხოლოდ მაშინ დადგება, როდესაც შევწყვეტთ მიზეზების ძებნას და პასუხისმგებლობას ავიღებთ საკუთარ ცხოვრებაზე, . ცხოვრებაში თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: ითვლებოდეთ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის დღედაღამ შრომობენ, ან შეგიძლიათ იყოთ პიროვნება, რომელსაც მუდამ შეუძლია დაგისახელოთ მიზეზი იმისა, თუ რატომ  ვერ აღწევს მიზნებს.
თქვენ რომელ კატეგორიაში გსურთ ირიცხებოდეთ?”

4motivi.com

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply