შეცვალეთ თქვენი ცხოვრება პიროვნული განვითარებით

0
არსებობს ერთი წესი, რომელიც გვეუბნება: “ის რამაც აქამდე მოგიყვანათ, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უფრო წინ წახვიდეთ.”
წესი გულისხმობს, რომ თქვენი ახლანდელი ცოდნა და თვისებები, მხოოლოდ თქვენს დღევანდელ შემოსავალსა და ცხოვრების სტანდარტებს აკმაყოფილებს და თუ გსურთ გაიუმჯობესოთ თქვენი შემოსავლები და  ცხოვრებისეული პირობები, საჭიროა შეიძინოთ ის ცოდნა და თვისებები, რომლებიც იმ პიროვნებისთვის არის საჭირო, რომელიც იმსახურებს მას . არ არსებობს სხვა გზა, გარდა გზისა რომელიც უშუალოდ თქვენს პიროვნულ განვითარებაზე გადის.
ასევე არსებობს მეორე წესიც, რომელიც ამბობს: “თუ გსურთ უკეთესი ცხოვრება, თავად უნდა გახდეთ უკეთესი.” ამაში კარგი ისაა, რომ პიროვნული განვითარებისათვის ლიმიტები არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს შეზღუდვა, იმისა თუ როგორი კარგები გახდებით და რა მასშტაბით შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, თუ საკმარისად მიზანსწრაფული და დისციპლინირებული იქნებით. თქვენ ყოველდღიურად უნდა ეძებდეთ გზებს რომ განვითარდეთ და შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ.
შეცვალეთ თქვენი ცხოვრება პიროვნული განვითარებით
ვთქვათ გსურთ მოხვდეთ თქვენი დარგის წამყვან სპეციალისტთა 10%–ში. გახსოვდეთ რომ ადამიანებს, რომლებიც მსგავს მიზნებს აღწევენ, მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ მუდმივად გაზარდოთ თავიანთი ცოდნა და მიაღწიონ დასახულ მიზანს. და რაც სხვებს გაუკეთებიათ, ის თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არავინაა თქვენზე უკეთესი, უფრო მეტიც არავინაა იმაზე ჭკვიანი, ვიდრე თქვენ ხართ. ყველა ადამიანშია პიროვნული განვითარების უდიდესი პოტენციალი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში, არ იყენებენ. საბედნიეროდ არ არსებობს არანაირი შეზღუდვა, რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისაკენ, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელსაც საკუთარ თავს ვუწესებთ.
თუ თქვენი მიზანია, რომ დარგის წამყვან სპეციალისტთა 10%–ში მოხვდეთ, გზა რომლითაც ამ მიზანს მიაღწევთ მარტივი და ეფექტურია. არ არსებობს სამსახური ან დარგი, რომელშიც 5–7 თვისებაზე მეტი გჭირდებათ იმისათვის, რომ იყოთ მაღალეფექტური – ეს თვისებები კი აბსოლიტურად ათვისებადი და შესწავლადია.
არსებობს კიდევ ერთი სასიამოვნო აღმოჩენა! სწორედ ის საჭირო თვისება, რომელშიც აღმოაჩენთ რომ ყველაზე სუსტი ხართ, განაპირობებს თქვენი მომავალი შემოსავლის ზრდას – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიზნად დაისახავთ თქვენი სისუსტეების აღმოფხვრას.
დაფიქრდით და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: “რა არის თვისება, რომლის განვითარება დაგეხმარებათ,რომ სწრაფად წახვიდეთ წინ კარიერაში?”
რა პასუხიც არ უნდა მიიღოთ, სწორედ ის იქნება თვისება რომლის განვითარებაც თქვენს მომავალ წარმატებას განსაზღვრავს.
არ არსებობს საზღვრები პროფესიულ მიზნებში
ამის შემდეგ უნდა ჩამოწეროთ იმ საჭიროებების სია, რომელიც თქვენი თვისების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. შეიძლება ეს იყოს წიგნები, რომელიც შეიძლება წაიკითხოთ, კურსები, რომელიც უნდა გაიაროთ, ადამიანები რომელთაც შეგიძლიათ აზრი ჰკითხოთ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საჭიროა ჩამოწეროთ ის ქმედებები, რომლებიც დაგჭირდებათ, რათა თქვენს ცხოვრებაში ეს თვისებები დანერგოთ.
თავდაპირველად ნუ ეცდებით ყველაფერში უკეთესი გახდეთ, გირჩევდით ერთ–ერთ თვისებაზე მოგეხდინათ კონცენტრაცია, იმ  მნიშვნელოვან თვისებაზე, რომელიც  ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. და როცა ამ მიზნის განხორციელებას დაიწყებთ მნიშვნელოვანი რამ მოხდება: იმ  ერთ არჩეულ თვისებასთან ერთად, თქვენი სხვა თვისებებიც დაიწყებს განვითარებას,რადგან ახლა თქვენი გონება მუდმივი ზრდისა და განვითარებისაკენ არის მიმართული. თქვენ შეამჩნევთ უკეთესობას თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში.
და როდესაც თვეების, თუ წლების შემდეგ, საკმარისად ძლიერი იქნებით თქვენს არჩეულ თვისებაში, როგორ უნდა მოიქცეთ? პასუხი არ იცვლება: ისევ დასვით იგივე კითხვა, “ახლა რომელი თვისების განვითარება დამეხმარება, რომ გავხდე უფრო წარმატებული ჩემს სფეროში?”
რა პასუხიც არ უნდა მიიღოთ, შეადგინეთ მსგავსი გეგმა, ჩამოწერეთ სტრატეგიები და არ შეწყვიტოთ მასზე მუშაობა, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.
ყველა თვისება ათვისებადია
და ყველაზე კარგი სიახლე. ყველა ბიზნეს–თვისება შესწავლადია. ყველაფერი შეგიძლიათ ისწავლოთ, რაც წარმატებული გაყიდვების საწარმოებლად გჭირდებათ.
ის რაც ათასობით ათასმა ადამიანმა შეძლო, არც თქვენთვის იქნება მიუღწეველი. გამოიჩინეთ დისციპლინა და ბრძოლისუნარიანობა.
გახსოვდეთ, თქვენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ  შეიცვლება უკეთესობისაკენ, როცა თქვენ შეიცვლებით უკეთესობისაკენ და არ არსებობს საზღვრები თქვენი პიროვნული განვითარებისათვის, თუ გაქვთ საკმარისი დისციპლინა, რომ დაიწყოთ და ბრძოლისუნარიანობა, რომ გააგძელოთ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს.
4motivi.com; მომზადებულია ბრაიან ტრეისის მასალების მიხედვით;

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply