შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა

12

შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ქრისტე არ სჭირდება. ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ, ღმერთი კი ამისთვის საშუალება ჰგონიათ. სურთ, რომ ოჯახი არ დაინგრეს – ეკლესიაში მიდიან და ჯვარს იწერენ, სურთ რომ ბავშვები ავად არ გახდნენ – ნათლავენ, აზიარებენ; სურთ, რომ თვალი არ ეცეთ, ზიანი არ მიადგეთ – ასკეტი მამის საფლავის მიწა მოაქვთ და კუთხეებში ყრიან; შვილი ლოთობს – “შეუსმელი ბარძიმის” ხატის დაუჯდომელს უკითხავენ; ქმარი ჩხუბობს და სცემს ცოლს – მომლოცველობაში მიდიან. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ძალისხმევა იქით კი არ არის მიმართული, რომ უფალთან ვიყოთ და სულიწმინდის მადლით ვიცხოვროთ, არამედ იქითკენ, რომ ღმერთისგან რაღაც მივიღოთ. მომეც მე, შვილო, გული შენი (იგავ. 23,26) – ამბობს უფალი, – ყველა დანარჩენს მე მოგცემ შენ, რადგან ადამიანის გულში ეტევა ცათა სასუფეველი. უფალი ეუბნება მოწაფეებს: ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ყოველნი შეგეძინოს თქუენ (მთ. 6,33)

მამა იერონიმე ეგინელი; სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი; წყარო;

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...


სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი