შეყვარებული გედების ისტორია

0

მოსკოვის გარეუბნის ერთ-ერთ პარკში გედების წყვილი ბინადრობდა. ზამთრის დადგომასთან ერთად, ისინი თბილ ქვეყნებში უნდა გადაფრენილიყვნენ, თუმცა, დედალმა გედმა ფრთა დაიზიანა და გაფრენა ვეღარ შეძლო. სიყვარულის და ერთგულების ნიშნად მამალი გედიც მის გვერდით დარჩა.

“ამ პარკის ტბაში მხოლოდ იხვები ბინადრობდნენ. ძალიან გაგვიხარდა, როდესაც გედები გამოჩნდნენ. სეირნობისას ყოველთვის მიმქონდა საკვები. როდესაც აცივდა გედებმა გაფრენა სცადეს, “მეფე” თავისუფლად აფრინდა, თუმცა, “დედოფალ გედს” ფრენა გაუჭირდა და ისევ პარკის ტერიტორიაზე დაეშვა.”- ამბობს ადგილობრივი მცხოვრები.

როგორც ჩანს, წყვილმა გამოზამთრება იმავე პარკში გადაწყვიტა. მათ ხეზე ბუდეც გაიკეთეს, თუმცა, ყინვაში მათი გადარჩენის შანსები ნაკლები იყო, ამიტომ წყვილის გულშემატკივრებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს, რათა გედებს დახმარებოდნენ.

მაშველები ტბის სიღრმეში შევიდნენ, გედებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ საბედნიეროდ, ორივე ფრინველი დაიჭირეს და მოსკოვის რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს. მათ გაუკეთდათ სპეციალური “სახლი”, სადაც შეყვარებულები ერთად გამოიზამთრებენ, ხოლო ზაფხულში ისევ დაუბრუნდებიან მოსკოვის გარეუბანში მდებარე პარკს.

წყარო

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply