შენ ხარ შენი თავის საუკეთესო მასწავლებელი!

0

ყველაზე დიდი ღირებულება, რაც თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს კომპანიას, არის იყოთ თვით-სწავლებადი, რაშიც მოიაზრება: თქვენივე დრო, ფინანსები და ასევე ენერგია!

თუ გსურთ იყოთ საშუალოზე უკეთესი თანამშრომელი, მაშინ უნდა გააკეთოთ იმაზე მეტი ვიდრე გავალებენ! ისწავლო იმაზე მეტი, ვიდრე გასწავლიან და თავად შეძლო გადაჭრა მიმდინარე პრობლემები მაშინვე, სანამ ამაზე სხვები მიგითითებენ. იქამდე გაუშვა საკუთარი თავი იმ ტრენინგზე, ვიდრე ამას სხვა გააკეთებს თქვენი კომპეტენციებისამდი პრობლემის წარმოქმნისას.

თქვენ შეხვდებით უამრავ ადამიანს, რომლებიც თვლიან საჭიროდ რომ მხოლოდ თავიანთმა კომპანიებმა უნდა იზრუნონ მათ განვითარებაზე და მისცენ გაზრდის შესაძლებლობა. ალბათ, სადმე ამართლებს ეს დამოკიდებულება მაგრამ სულ უფრო მცირე შემთხვევები გხვდება ამის და იზრდება ტენდენცია იყო თვით-სწავლებადი / თვით-განვითარებადი!

სხვისგან დაუმსახურებელი შესაძლებლობის მიღებით, თქვენ ბევრ რამეში შეგზღუდავენ. მაშინ კი, როცა თქვენ გამოცდილების მიღებას უთმობთ თქვენსავე დროს, ფულს -ეს ბევრად მეტს ნიშნავს! აღნიშნული მოსაზრება სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი სრული ხელფასი ამაზე უნდა დაიხარჯოს ან თქვენი ყოველი შაბათი-კვირა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც ინდივიდებს უფრო ნაკლები რესურსები გვაქვს, ვიდრე კომპანიებს. მთავარია, გამოყო დღეში მინიმუმ 10 წუთი მაინც და დაეუფლო მეთოდებს, როგორ ასწავლოთ საკუთარ თავს, მაგალითად: ცადო ბევრჯერ, სანამ არ გამოგივა! შეაქო და საჭიროებისამებრ დატუქსოთ საკუთარი თავი!

თვით-სწავლება უფრო მეტს შეგძენთ, ვიდრე გაქვთ დღეს! გსურთ უკეთესი პოზიცია? მეტი ხელფასი? მეტი შესაძლებლობა? მეტი მოთხოვეთ ჯერ საკუთარ თავს და შემდგომ სხვებს.

თქვენი გულშემატკივარი,

თამარ კანაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply