შენ ჩემში შეხორცებული შენი არსებობა მოკალი

0
არც კი ვიცი საიდან დავიწყო… ადამიანი რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა
საშინლად მომექცა . ჩვენ დიდი ხნის განმავლ

ობაში ვიყავით ერთად, ვფიქრობდი რომ ის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო ჩემთვის.ჩემ ცხოვრებაში მას ის ადგილი ეკავა რასაც სხვა ვერასოდეს დაიკავებს…. მიყვარდა სიცოცხლეზე მეტად უსასრულოოდ და უსაზღვროდ…ვცოცხლობდი იმით რომ ის არსებობდა ჩემს ცხოვრებაში. ყველაზე მეტად ვენდობოდი და მჯეროდა მისი…მაგრამ მან მიღალატა და მომატყუა რასაც მისგან ვერასოდეს წარმოვიდგენდი… და როცა ეს გავიგე გული საშინლად მტკიიოდა და ცრემლებს ვერ ვიკავებდი…ვერ ვიჯერებდი რომ მომატყუებდა რადგან ყველაზე კარგი ადამიანი მეგონა…მივხვდი რომ ადამიანი რომელიც მე მიყვარდა არ არსებობდა… როცა ეს ამბავი გავიგე მაშინაც კი ჩემ გულს არ შეზიზღებია…. მაშინაც კი არ მიფიქრია რომ მისთვის ზიანი მიმეყენებინა და ისევე მეტკინა გული როგორც მე მატკინა… მე ის იმდენად მიყვარს მირჩევნია ბედნიერი იყოს… შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ მაგრამ ვერასოდეს დავივიწყებ, ის ერთადერთია, ვინც სიყვარული მასწავლა… მე მისი პატიება არ შემიძლია და არც მინდა…

ამ დიდი ტკივილის მიუხედავად ბედნიერი ვარ რადგან სიყვარული და ერთგულება შემიძლია… ბედნიერი ვარ რადგან იმ მძიმე დღეებშიც კი მასსავით ადამიანობა არ დამიკარგავს და სამაგიერო არ გადამიხდია ყველაფრის გამო რადგან მე ეს ბედნიერებას არ მომანიჭებდა… ბედნიერი ვარ რადგან ჩემ ცხოვრებაში ეს ბედნიერი წუთები იყო…წუთები სიხარულის და ტკივილის… ამ ტკივილის გამო არასოდეს მიწუწუნია… რადგან ამ ტკივილმა ბევრი რამ მასწავლა…

დიდ მადლობას ვუხდით იაკოს ისტორიის გამოგზავნისათვის
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply