შავი თუ თეთრი ?!

0

დაწყებით კლასში სწავლისას ერთხელ ჩემს კლასელ ბიჭთან უთანხმოება მომივიდა.

ზუსტად არ მახსოვს, რა იყო დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება, რაც იმ დღეს ვისწავლე.

მიმაჩნდა “მე” ვიყავი მართალი  და ის “მტყუანი”, ასე ფიქრობდა ჩემი თანაკლასელიც, რომ “ის“ იყო სწორი და “მე“ მცდარი.

მაშინ ჩვენმა მასწავლებელმა გადაწყვიტა ესწავლებინა ჩვენითვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

მან კლასის წინაშე დაგვაყენა, მაგიდის შუაში მოთავსდა და ჩვენ გვერდებზე დავუდექით: მე – მარჯვნივ, ის -მარცხნივ.

მაგიდის შუაში დიდი, მრგვალი შავი ფერის ნივთი იდო…

“რა ფერისა?” – ჰკითხა მასწავლებელმა ჩემს მეტოქეს.

“თეთრი, რა თქმა უნდა ! ” -უპასუხა ბიჭმა.

ვერ ვიჯერებდი, რომ მან ეს თქვა, რადგან დანამდვილებით ვხედავდი საგნის ფერს. აშკარად შავი იყო. ახლა ახალი უთანხმოება შეიქმნა თანაკლასელსა და ჩემს შორის საგნის ფერის გამო.

მასწავლებელმა ადგილების გაცვლა მოგვთხოვა.

ახლა ის იდგა მასწავლებლის მარჯვნივ, იქ სადაც რამდენიმე წუთის წინ მე ვიდექი, მე კი მის ადგილას, ანუ მასწავლებლის მარცხნივ.

ჩვენ ადგილები შევცვალეთ…

ახლა მე მკითხა მასწავლებელმა, რა ფერი იყო მოცემული საგანი და საოცრებავ, ის მართლაც თეთრი იყო.

ეს იყო საგანი ორი განსხვავებული ფერით გვერდებზე, რომელიც ჩემი თანაკლასელის მხრიდან თეთრი ჩანდა, მაშინ როდესაც მე მას შავად ვხედავდი.

ასე რომ, ზოგჯერ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ პრობლემას სხვა ადამიანის გადმოსახედიდან, იმისათვის რომ ნამდვილად გვესმოდეს მისი და თავიდან ავიცილოთ უთანხმოება.

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply