ყოფილი შეყვარებულების შეხვედრა გაშორებიდან 22 წლის შემდეგ

0

1975 წელს გაიცნეს ერთმანეთი და მას მერე 12 წლის განმავლობაში ერთად დგამდნენ სხვადასხვა არტ პერფომანსს.

1988 წელს ერთმანეთს დაშორდნენ არაორდინალური წყვილი: სერბი მხატვარი მარინა აბრამოვიჩი და უვე ლაისისპენი, ცნობილი როგორც ულაი. ისინი ერთმანეთს საკმაოდ არაორდინალურად დაშორდნენ. ჩინეთის კედლის საპირისპირო მხარეებით წავიდნენ, როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, საბოლოოდ ჩაეხუტნენ ერთმანეთს და სამუდამოდ დაშორდნენ, ისე რომ ერთმანეთი მას შემდეგ არ ენახათ.

თუმცა დედამიწა პატარაა და 22 წლის მერე მხატვარი მარინა არტ-პერფომანსს ატარებდა: “თვალები – სულის სარკე”. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ის ვინც მარინას წინ დაჯდებოდა, თვალებში უყურებდა მას 1 წუთის განმავლობაში. ამ პერფომანსში 1,500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ დროს კი მის წინ დაჯდა მამაკაცი, რომელიც 22 წელი არ ჰყავდა ნანახი, დანარჩენს კი უყურეთ ვიდეოში:

წყარო: Ideahub

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply