ყოფილი თავდაცვის მინისტრის დამაფიქრებელი წერილი გმირ ქართველ დედებზე

3

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე Facebook-ით თავდაცვის მინისტრს, თინათინ ხიდაშელს მიმართავს და მისგან ან ჟურნალისტისთვის საჯაროდ პასუხის მოთხოვნას -მისი სიტყვების დამახინჯებისათვის, ანდა საზოგადოებისთვის იმის განმარტებას ითხოვს, თუ რა განაცხადა სინამდვილეში აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების დედებთან.

“გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე” ასე მიმართა წმ.ივლიტამ სიკვდილის წინ ღმერთს. დიდხანს ვიფიქრე ამ სიტყვებზე. დამაფიქრა არა რწმენის ძალამ, რომელიც მოწამეს აღმოაჩნდა, არამედ დედის უნარმა აიტანოს შვილის სიკვდილი და ღვთის წყალობად თარგმნოს ეს. როდესაც ამ ორი-სამი დღის უკან ხევსურეთში ვიყავი, რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე ამბავი მიამბეს ხევსურებმა: ბრძოლა ყოფილა. კოშკში შეკეტილი ოჯახი იგერიებდა მტერს როგორც შეეძლო: ქალი თოფებს ტენიდა და ქმარს აწოდებდა, ის კი განუწყვეტლივ ისროდა, რომ მტრისათვის მოახლოების საშუალება მოესპო. ანაზდად, მტრის ტყვია შემოვარდა. აცდა სათოფურთან მდგომ მამაკაცს, აცდა ქალსაც, კედელს მიეახლა და, როგორც ხშირად ხდება, მსხვერპლად ყველაზე უსუსური და უმანკო აირჩია: კედლიდან ასხლეტილი, ბავშვს მოხვდა აკვანში. მან ისე განუტევა სული, რომ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. მამამ ვერაფერი გაიგო – მტერს უყურებდა. დედამ მყის შეამჩნია სისხლი აკვანში და ნაცვლად კივილისა, რაც თითქო ინსტიქტი და ბუნებრივი უნდა ყოფილიყო, ბავშვს უჩუმრად გადააფარა საბანი, რომ ქმარს არაფერი შეეტყო, ხოლო აკვნის ქვეშ ჯამი დადგა, რომ სისხლი მიწაზე არ დაღვრილიყო. მან ეს ყველაფერი სწრაფად მოიმოქმედა და გადატენილი თოფი მიაწოდა ქმარს. კაცს არაფერი გაუგია ვიდრე ბრძოლა არ დამთავრდა. მას უკან ოჯახი, ცოლი და შვილი ეგულებოდა, მათ იცავდა და ძარღვიც არ შეტოკებია, ისე გააგრძელა ბრძოლა. ძარღვი არც დედას შეტოკებია, რომ ქმარს რამე არ შეეტყო და სიმწრისაგან მიზანი არ შეშლოდა… ეს ხევსური ქალიც მოწამეა, როგორც ყველა შვილგაწირული ქალი საქართველოში. ამიტომაც უნდა ვცეთ პატივი, როგორც მოწამეებს და წმინდანებს. ამიტომაც არა გვაქვს უფლება (არავის) საკუთარ თავი და “დამსახურება” დავამადლოთ…

ქალბატონო თინა, ამ პოსტს თქვენთვის ვწერ. მიზეზი, თქვენზე ამ დილით გავრცელებული ინფორმაცია გახლავთ, რომ თითქო გითქვამთ – “ასევე, ძალიან გთხოვთ ნუ გვეტყვით იმას, რომ თქვენი დაღუპული შვილების “წყალობით” ვართ ჩვენ. მართალია, აგვისტოს ომში არ დავღუპულვარ, მაგრამ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ქუჩაში ვიდექი და ამის გამო მოვხვდი აქ”, – ასეთი პასუხი გასცა დაღუპული ჯარისკაცების დედებს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა”. თუ ეს ასეა, მაშინ საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოგიწევთ, ვინაიდან, უკაცრავად და, თქვენი “მთელი ცხოვრების მანძილზე ქუჩაში დგომა” ვერაფერი სამსახურია, რომელიც შესაძლებელია შედარებაში მოიყვანო იმ ქალბატონთა სამსახურთან, რომლებიც თქვენს წინ იყვნენ. ხოლო თუ ეს ასე არ არის, ასევე საჯაროდ მოთხოვეთ პასუხი ჟურნალისტს თქვენი სიტყვების დამახინჯებისათვის და განუმარტეთ საზოგადოებას რა და როგორ თქვით…. გთხოვთ…” – წერს დავით თევზაძე.

წყარო

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion3 კომენტარი

  1. chven gvaqvs uflisgan neba, rom vasrulot missia samshoblos, ketildgeobis da nateli momavlistvi, mterze gavswordet ise rogorc, chveni saxelovani gmirebi asrulebdnen chveni samshoblos sazgvrebs garet…

Leave A Reply