ყოველდღიური და მცირედი ძალისხმევა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

0

გიფიქრიათ ოდესმე, უარი გეთქვათ თქვენს მიზანზე, თუ მისი მიღწევა ძალიან შორი გეჩვენებოდათ?

ამ შემთხევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფის გამოვლენა.

გადაწყვიტეთ, განახორციელოთ გრძელვადიანი პროექტი, მაგალითად, წიგნის წერა. გავიდა რამდენიმე თვე და გაჩერდით, რათა დაგენახათ შესაბამისი შედეგი. სასურველი შედეგის არქონის შემთხვევაში, ამჩნევთ, რომ გჭირდებათ გაცილებით დიდი ნაბიჯის გადადგმა. სხვანაირად ვერ განახორციელებთ პროექტს, რომელსაც ეთაყვანებოდით სულ ცოტა ხნის წინ. მცირე ნაბიჯების გადადგმა დაგეხმარებათ წინ წაიწიოთ, მიუხედავად იმისა, გრძნობთ თუ არა მოტივაციის დანაკლისს.

ქვემოთ წაიკითხავთ, როგორ ვაკეთებდი მე ამას:

რამდენიმე წლის წინ გამოვაცხადე, რომ მსურდა მწერალი გავმხდარიყავი. შევქმენი ბლოგი, თუმცა პასიურობის გამო მყავდა ძალიან ცოტა მკითხველი.

შემდეგში, 2002 წელს, დავიწყე ახალი პროექტი “გამონათქვამების სამყარო.” მას შემდეგ ბლოგზე ყოველდღიურად ვდებდი 5 ახალ ციტატას და სხვადასხვა საავრჯიშოებს. ამჟამად კი, მყავს 1200 -ზე მეტი მკითხველი და ამავე რაოდენობის ხელმომწერი.

თითოეული ციტატა შედგება 100-200 სიტყვისგან, ამრიგად, კვირაში ვაქვეყნებდი 500-1000 სიტყვას. შეიძლება, ეს რაოდენობა არ ჟღერდეს შთამბეჭდავად, მაგრამ ყოველდღიური მცირე ძალისხმევის დამსახურებით, 2 წლის განმავლობაში მივიღე უზარმაზარი ვებ-საიტი. გვერდის არქივი შეიცავს უამრავ ციტატას, ხოლო ბრძნული გამონათქვამების პირველი წიგნი, რომელიც გამოვეცი, განთავსებულია
“ამაზონზე.”

3 წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე წიგნს გამოვცემდი, მაგრამ დღეს ავტორად ვიწოდები. დაფიქრდით იმ ოცნებებზე, რომლების ასრულებაც შეგიძლიათ მცირე თანმიმდევრული ნაბიჯებით.

აქ არის რამდენიმე მაგალითი:

თქვენც თუ გსურთ წიგნის დაწერა, მაშინ დაიწყეთ 200 სიტყვიდან დღეში, რომელიც მოგცემთ 72 000 სიტყვას წელიწადში. ეს ხომ უკვე ნოველაა?

თუ თქვენ დაწერთ მხოლოდ 200 სიტყვას ყოველ შაბათ-კვირას, მიიღებთ 21 000 – მდე სიტყვას წლის ბოლოს. აიღეთ შემდეგი წელიწადიც და უკვე გექნებათ დაახლოებით 42 000 სიტყვა – საკმარისი მხატვრული წიგნის შესადგენად.

თუ წონაში დაკლება გსურთ და ძალისხმევა არ გყოფნით, შეამცირეთ 500 კალორიით (ერთი ჭიქა კოლას ექვივალენტი) ყოველდღიური რაციონი და შეძლებთ, მოიკლოთ ერთი ფუნტი კვირაში. ორი წლის შემდეგ კი, მიღწეული გექნებათ უკვე მიზნისათვის.

თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ მარათონში, მაგრამ საკუთარ თავს კარტოფილს ადარებთ, შეგიძლიათ ენერგიის აღსადგენად დაიწყოთ ყოველდღიური 10 წუთი სეირნობით. მომავალ დღეს ნელ-ნელა მოუმატებთ დროს და შეძლებთ მარათონში მონაწილეობას ორ წელიწადში.

“ცოტა და ხშირ-ხშირად” – ეს ფორმულა მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ მიზანს იმაზე ადრე, ვიდრე ფიქრობდით.

ფაქტია, თქვენი ოცნების მისაღწევად ზუსტ დროს ვერ გათვლით. ამას შეიძლება დასჭირდეს ათეულობით წელიც კი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხედავთ უკეთესობას წინა წლებთან შედარებით, გამოდის, რომ უბრალოდ ელოდებით იღბლიან ვარსკვლავს, რათა გაგიმართლოთ. ამ დროს კი, შეგიძლიათ საკუთარი ყოველდღიური და მცირე ძალისხმევით განახორციელოთ ჩანაფიქრი.

გთხოვთ, გაგვიზიარეთ თქვენი მიზნები და მცირე ნაბიჯები, რომელიც დაგეგმილი გაქვთ მიზნის მისაღწევად.

თარგმანი: თემო იკოშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply