ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი

1

ურუგვაის პრეზიდენტ ხოსე მუხიკას, თანამემამულეები ”ელ პრესიდენტე მას პობრე”-ს უწოდებენ, რაც ესპანურად ”ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” ნიშნავს. 77 წლის მუხიკა თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას წირავს – 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1 250-ს იტოვებს.
.
”სავსებით მყოფნის ეს თანხა – ამბობს მუხიკა – უნდა ვიმყოფინო, რადგან ჩემი თანამემამულეების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია”.

101

პრეზიდენტის მეუღლე სენატორია. ისიც პრეზიდენტის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. მეუღლეები მონტევიდეოში, ფერმაზე, მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ. ყველაზე მსხვილი შენაძენი მუხიკას გაპრეზიდენტების შემდეგ, 1 950-დოლარიანი ძველი ავტომობილი ”ფოლკსვაგენ ხოჭო” გახლდათ.

81

.
მუხიკას არ აქვს საბანკო ანგარიშები და ვალები. ყველაზე დიდ სიამოვნებას საკუთარ ძაღლთან ურთიერთობა ანიჭებს.

ხოსე მუხიკა კორდანო (ასევე ცნობილი, როგორც ელ პეპე) 1935 წლის 20 მაისს, მონტევიდეოში დაიბადა. ახალგაზრდობაში პარტიზანულ მოძრაობა – ტუპამაროსში ჩაერთო და ურუგვაელი ბოევიკების ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

61

პარტიზანმა მუხიკამ კარგი ორგანიზატორული ნიჭი გამოავლინა. 1969 წელს რამდენიმე საათის განმავლობაში მეგობრებთან ერთად ქალაქი პანდო დაიპყრეს. შეტაკებისას მუხიკა 6 ტყვიით დაჭრეს და დააპატიმრეს. მან სამხედრო ციხეებში 14 წელი გაატარა, სადაც არაერთხელ გამხდარა წამების მსხვერპლი.

41

დიქტატურის დამხობის შემდეგ, 1985 წელს, მუხიკა გაათავისუფლეს. მან ძველ თანამოაზრეებს მოუხმო და პარტია შექმნა, რომელსაც შემდგომ სოციალისტები, კომუნისტები და ქრისტიან-დემოკრატები შეუერთდნენ და ფართო ფრონტიც გაშალეს.

3 (1)

.
2005 წელს ხოსე მუხიკამ ლუსია ტოპოლანსკიზე იქორწინა, რომელიც მისი კოლეგა და სახალხო მოძრაობის ისტორიული ლიდერი გახლდათ. 2005-დან 2008 წლამდე მუხიკა მესაქონლეობის, მეთევზეობისა და მიწათმოქმედების მინისტრი, შემდგომ კი სენატორი გახდა.

22

სენატორად ყოფნისას მუხიკამ ცნობილი ფრაზა წარმოთქვა: ” არ მინდა ბურჟუაზიის განადგურება… მხოლოდ მისი მოწველა მსურს”, რაც გულისხმობდა, რომ არ აპირებდა ბურჟუაზიასთან ბრძოლას და მისი გამოყენება ეკონომიკის განვითარებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის უნდოდა.
.
2009 წელს მუხიკა პრეზიდენტობის კანდიდადტი გახდა და უკვე მეორე ტურში მთავარი მოწინააღმდეგე დაამარცხა. 2010 წლის 1 მარტიდან პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

51

ახლა ელ პეპე თავისუფალ დროს თავის ფერმაში ბაღნარისა და ბაღჩის მოვლით არის დაკავებული. პროზიდენტი ცნობილია იმითაც, რომ ვერ იტანს პროტოკოლურ სხდომებსა თუ ცერემონიალებს. ვიდრე 1982 წელს გამოშვებულ ”ფოლკცვეგენს” შეიძენდა, ღარიბი პრეზიდენტი 20 წლის განმავლობაში ძველი მოტოროლერით გადაადგილდებოდა და მის შეკეთებას ვერ აუდიოოდა. მისი მეგობრების თქმით, სანამ მოტოროლეს საბურავები არ გასძვრა დ საბოლოოდ ნაწილებად არ დაიშალა, ელ პეპე საყვარელ მოტოროლერს ვერ შეელია.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Discussion1 კომენტარი

  1. მთავარია არა ის როგორი ხარ შენ,მთავარია შენით როგორი ხდებიან სხვები,თორემ სულ ურუგვაიში მოგიწევს ცხოვრება,,ღარიბი და პატიოსანი” ხელისუფლების პირობებში…

Leave A Reply