ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატი საჯარო გამოსვლებში

0
ორგანიზაციები “Nx” და “Speak Up” გეგმავენ საქართველოში პირველად გამართონ საჯარო გამოსვლების მასშტაბური ჩემპიონატი – ჩვენი ჟურნალისთვის განსაკუთრებით ახლო თემატიკაზე ეს არის “მოტივაცია, ახალი იდეა და თავისუფალი აზრი”. ამიტომაც ვაპირებთ ვიყოთ ჩემპიონატის ერთერთი აქტიური პარტნიორი და მხარდამჭერი.
ჩემპიონატის ფარგლებში შეუზღუდავია მონაწილეთა ასაკი. გამომსვლელები დაიყოფიან 2 ჯგუფად 18 წლამდე და 18 წლის ზევით. შეჯიბრი იმართება ქართულ ენაზე თუმცა, მსურველები ასევე შეძლებენ წაიკითხონ თავიანთი გამოსვლა ინგლისურ ენაზე.
შესაბამისად თუ თქვენ გსურთ:
✔ წარსდგეთ ფართო აუდიტორიის წინაშე
✔ გამოსცადოთ თქვენი შესაძლებლობები და უნარები
✔ მიიღოთ დაუვიწყარი გამოცდილება
ეს ჩემპიონატი სწორედ თქვენთვისაა.
თითოეული მონაწილის ვიდეო აიტვირთება Nx-ის ოფიციალურ საიტზე და გამოვლინდება საზოგადოების სიმპატია. ხოლო უშუალოდ გამოსვლას შეაფასებს ჟიური, რომლის წევრები იქნებიან საქართველოში წარმატებული და ცნობადი საჯარო სახეები. მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი, ჩემპიონს – 1 წლიანი გამარჯვებულის სტატუსი, თასი და საჩუქრები პარტნიორებისაგან.
მონაწილეობისათვის, გთხოვთ შეავსოთ მოკლე სააპლიკაციო ფორმა და გადაიხადოთ სიმბოლური საფასური: 10 ლარი
საკონტაქტო პირი: თამარ კანაშვილი
(+995) 555 517574

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply